1geo

fb you od

სონა ვან, შემოქმედებითი საღამო "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

288104 244710528979100 2022809140 o

3 ივლისს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ჩატარდა ნიჭიერი პოეტის სონა ვანის შემოქმედებითი საღამო. ოკეანის მიღმა მცხოვრები თანამემამულის პოეზია ხიბლავს არა მხოლოდ სომეხ მკითხველს, მისი ნაწარმოებები   ნათარგმნია რვა ენაზე, ქართველი მკითხველისათვის მისი ნაწარმოებები თარგმნეს „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანაჰიტ ბოსტანჯიანმა და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.

333311 244711322312354 1420415225 o

შორეული ლოს ანჯელესიდან სონა ვანის პოეტური სიტყვა ჩვენამდე აღწევს როგორც სინათლის პოეზია, როგორც გაქცევა მარტოობისაგან ხალხისკენ, ვისი ხსნა მათთან ახლოს ყოფნასა და მათთვის სიკეთის მიცემაშია, - ასე წარადგინეს პოეტის შემოქმედება ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორებმა დავით გასპარიანმა და რუზანნა არისტაკესიანმა.

 საღამო დაამშვენეს ლექსებისა და სიმღერების ლამაზმა შესრულებებმა. დასასრულს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სონა ვანს უწოდა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ხელოვანთაგან, ვინც ხშირად ამახვილებს ყურადღებას ბიბლიურ თემებზე და ეს მომდინარეობს პოეტის სულის ღვთაებრივი ბუნებიდან, რომელიც აერთიანებს ცასა და მიწას.