ანაჰიტ არუთიუნიანის სოლო კონცერტი - მიძღვნილი სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გახსნის ერთი წლის იუბილესადმი |
8 ოქტომბერს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა ანაჰით ჰარუთიუნიანის სოლო კონცერტი. ინიციატივა ორმხრივი იყო - კულტურის ცენტრის მიზანი იყო თბილისური აუდიტორიისთვის ანაჰით ჰარუთიუნიანის საშემსრულებლო ოსტატობის წარდგენა, ანაჰიტ ჰარუთიუნიანისთვის კი - ქორწინების გამო საფრანგეთში გამგზავრებამდე მაყურებელთან დამშვიდობება. მისასალმებელ სიტყვაში „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა ლევონ ჩიდილიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცერტი ანაჰით ჰარუთიუნიანის სოლო კონცერტია, ცენტრის ირგვლივ გაერთიანებულმა ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა - ანა პოღოსოსვამ, ანა ჰარუთიუნიანმა, ანი ღუშჩიანმა, ანა ხანჩალიანმა, ჰენრიხ პეტროსიანმა და რუბენ ვოსკანიანმა, ანაჰიტთან სიმღერით დამშვიდობების სურვილი გამოთქვეს , პროგრამაში ჩართულიქნა აგრეთვე მათი შესრულებები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ 8 ოქტომბერს სომეხთა ეპარქიის კულტურის ცენტრის საქმიანობის ერთი წელი სრულდება. ანაიჰიტი აუდიტორიის წინაშე წარსდგა მდიდარი რეპერტუარით, უნდა აღინიშნოს, რომ ანაჰიტ ჰარუთიუნიანი სომხეთში მონაწილეობდა კონკურსში „სუპერსტარი“ და მოხვდა ექვს საუკეთესო შემსრულებელთა სიაში. |