ანსამბლი „ჯეირან“ მონაწილეობდა "თბილისობის" დღესასწაულზე |
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურის ცენტრის ანსამბლი „ჯეირან“ (ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანი) აქტიურად მონაწილეობდა თბილისობის ტრადიციულ დღესასწაულში. ანსამბლი გამოეხმაურა საქართველოს "ქალთა საბჭოს" (კოორდინატორი ქეთევან გაბუაშვილი) და მუნიციპალიტეტის ერთობლივ ინიციატივას და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მონაწილეობა მიიღო ერთი საერთო ქორწლის საცეკვაო ჩვენებაში. ქორწილი ახალი ოჯახის შექმნის კოლორიტული ცერემონიაა,
რომელიც საუკუნეების მანძილზე დაარსდა და მუდმივად იცვლება, მაგრამ ინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას, რაც სხვადასხვა ხალხებთან სხვადასხვანაირად გამოიხატება. ანსამბლმა გადაწყვიტა ოჯახური და ხალხური ქორწილის წარმოდგენით ეჩვენებინა თბილისის კოლორიტული სახე. რეჟისორ ზურაბ გუგუშვილის დადგმულ "თბილისურ ქორწილში" მონაწილეობა მიიღო ექვსმა ეროვნულმა ანსამბლმა - ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა, უკრაინულმა, ასირიულმა და სომხურმა. თბილისური კოლორიტით დადგმულმა სომხურმა ტრადიციულმა ქორწილმა, რომლითაც გამოვიდა ანსამბლი „ჯეირან“, დაიმსახურა მაყურებლის ოვაციები. ანსამბლი ათი ნომრით - სომხური და ქართული ხალხური ცეკვებით და სიმღერებით - ჰენრიხ მურადიანის შესრულებით, გამოვიდა თბილისობის დღესასწაულის მეორე დღესაც. თბილისობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ანსამბლმა დაასრულა თბილისის მოედანზე „მეიდანი“ და ფართო საზოგადოებას წარუდგინა „სომხური ქორწილი“ - ყველა სილამაზით.
|