"მოდით ვინავარდოთ” ანუ შექმენი ტათევის სახე" |
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფის ექვსმა აღსაზრდელმა (მასწავლებელი თამარა სულხანიშვილი) მაისში სომხეთის რესპუბლიკის „ამერია“ ფონდის ინიციატივით გამოცხადებულ ბავშვთა ხელოვნების კონკურსზე წარადგინა ნამუშევრები. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 7-10 წლის ასაკის ბავშვებმა სომხეთის რესპუბლიკიდან, არცახსა და საქართველოდან. საქართველოდან. ბავშვებმა საღებავების ფერებით ქაღალდზე გამოხატეს თავიანთი წარმოდგენები საბაგიროს, ტათევის მონასტრის და ფრენის შესახებ, ბავშვებმა, რომელთაც არ ჰქონდათ ნანახი ეს ყველაფერი, არ მჯდარიყვნენ საბაგიროს ზღაპრულ ვაგონებში და არ ეგრძნოთ ფრენით გამოწვეული ბედნიერება. მალე ბავშვებმა კონკურს -გამოფენაში მონაწილეობის მიწვევა მიიღეს, 13 ოქტომბერს მათ ერევნის ძერჟინსკის სახელობის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს "მოდით ვინავარდოთ” ანუ შექმენი ტათევის სახე" ბავშვთა ნახატების გამოფენაში, ბავშვების ნამუშევრებით დაინტერესდნენ გამოფენის სტუმრები, ნანული გევორგიანმა კი მიიღო ჟიურის პრიზი. 14 ოქტომბერს ფონდ „ამერიას“ ინიციატივით მოეწყო ბავშვთა მოგზაურობა არცახში, სადაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ მათი თვალებით ეხილათ და ეფრინათ საბაგიროთი „ტათევის ფრთები“, ისინი ეწვივნენ ტათევის მონასტერს, შემდეგ კი ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების თემებზე წარმოდგენები იხილეს. ეს ყველაფერი, უსათუოდ, აისახება მათ მომავალ ნამუშევრებში.
|