1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში შედგა სომხური სათვისტომოს პირველი მრგვალი მაგიდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

131741 283494208434065 1838620968 o

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის   ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციის   „ საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ინიციატივით გაიმართა სომხურ არასამთავრობო ორგანიზიების წარმომადგენელთა მრგვალი მაგიდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა, საქართველოს ბოლოდროინდელი განვითარებებიდან გამომდინარე, გამოეკვეთა საქართველოს სათვისტომოს   პრობლემები და განეხილა მათი გადაწყვეტის გზები.

334442 283494071767412 1148666197 o

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მეუფე ბაბკენ სალბიანი, საქართველოს სომხური ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრები.

მრგვალი მაგიდა  გახსნა "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო მრგვალი მაგიდის მოწვევის მიზანი, პროცედურები, გამოსვლების გრაფიკი და დამსწრეებს მოუწოდა წესების დაცვისკენ,   რადგან ეს არის მსგავს ფორმატში ჩატარებული პირველი ღია   მსჯელობა.

მსგავსი შეხვედრების და ეკლესიის ირგვლივ კონსოლიდაციის საჭიროებას ხაზი გაუსვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მან ასევე დაამატა, რომ ყოველი ადამიანის მოვალეობაა ერთგულება დედა ეკლესიისა და სამშობლოსადმი, ასევე იმ ქვეყნისა და სახელმწიფოსადმი, რომლის მოქალაქეები არიან.

შემდეგ „საქართველოს სომხური სათვისტომო“ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანოს წევრამა   სლავა მეჟდოიანმა სტატისტიკური მონაცემების მოშველიებით ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ   სომხური სათვისტომოს   ცხოვრების   უარყოფით ცვლილებებზე.   საუბარი იყო     ღია და თავისუფალი, შინაარსი კი - საქართველოს მოქალაქეობის ადა ეროვნული კუთვნილების, ენისა და სარწმუნოების, კულტურის, ეკლესიის,   საინფორმაციო და რეგიონალური საკითხები.

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას აშკარად შესამჩნევი იყო, რომ სომხურ სათვისტომოში   ყალიბდება ერთობლივი ძალებით მოქმედების კულტურა, რაც გამოიხატა ჯანსაღ მსჯელობაზე, ტოლერანტობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებით სათემო ცხოვრების პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიებაში. შემდეგი მრგვალი მაგიდის თემად შეირჩა სომხური სულისკვეთებით აღზრდა, მშობლიური ენით განათლების სფეროში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზები და ა.შ.