შემოდგომის სილამაზე "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში |
22 ნოემბერს შემოდგომა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში იყო გადანაცვლებული. წელიწადის ეს ლამაზი დრო ბავშვემა შექმნეს. რა თქმა უნდა, მათი აღმზრდელებისა და დიზაინერისა და საბავშვო ბაღის მხარდამჭერის ანა ჰარუთიუნიანის მდიდარი ფანტაზიით.
ყვითელი და წითელი ფოთლებით "ხეები", შემოდგომის გამოსახულებებით ლამაზი სურათები, რომლებიც მოამზადეს კულტურის ცენტრის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეებმა - თამარ სულხანიშვილის დახმარებით, და ხილის შესაფერისი ტანსაცმლით გამოწყობილი ბავშვები - ცნობილი მხატვრის გიორგი მანოიანის მომზადებული ხილის სურათებით. შემოდგომის სამეფო სავსე იყო უხვი ხილის კალათებით. შემოდგომის ზეიმის საყურებლად იყვნენ მოსული საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი ვაჰაგნ აფიანი, სულიერი მამები, მშობლები, სტუმრები, ცენტრის ვებ-გვერდის პასუხისმგებელი ვალერი ბადალიანი და ოპერატორი გარი მანოიანი ჯადოსნური მოწყობილობებით იღებდნენ ხილის ზეიმს. ზეიმის დაწყებამდე ცენტრის განათლების დეპარტამენტის პასუხისმგებელმა ევგენია მარკოსიანმა წარადგინა საბავშვო ბაღის მოღვაწეობის მიზანი, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბავშვები, რომლებიც დადიან საბავშვო ბაღში, გადიან ასევე მოსამზადებელ კურსს სომხურ ენაში, ვინაიდან მიზანი ერთია - ბავშვების მომზადება სომხური სკოლების პირველი კლასებისათვის. მან მადლობა გადაუხადა მშობლებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მნიშვნელობას. ბავშვებმა წარმოადგინეს ხილის სამეფო, სადაც დედოფალს სხვადასხვა ხილიდან უნდა აერჩია მეფე, ზეიმი დაამშვენა ლხინმა, რომლის დროსაც ხილი-ბავშვები ცეკვავდნენ და მღეროდნენ ჰოვანეს შაჰნაზარიანის ოკომპონირებით. ზეიმი დასრულდა ლოცვით, რომელიც ბავშვებმა შეისწავლეს დიაკვან გიორგი ანტონიანის წყალობით. ბოლოს დამსწრეებს მიმართა ეპარქიის წინამძღვარმა, რომელმაც ისაუბრა დედა ენაზე განათლების მიღების მნიშვნელობაზე ნამდვილი ერისშვილის გაზრდის საქმეში.
|