1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ანსამბლის „ჯეირან“ სოლო კონცერტი ერევანში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

336034 297815460335273 1989015023 o

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ანსამბლი „ჯეირან“ (სამხატვრო ხელმძღვანელი სვეტლანა ერიციანი), "ჰაი არტ პროდაქშნ“ სომხურ-კანადური ორგანიზაციის ინიციატივითა და სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს თანხმობით, 1 დეკემბერს, სრ   ეროვნული საცეკვაო ხელოვნების და ქორეოგრაფთა კავშირის   საკონცერტი დარბაზში სოლო კონცერტით გამოვიდა.   რა თქმა უნდა, სოლო კონცერტი ყოველთვის ერთგვარი გამოცდაა, რომელსაც აფასებს მაყურებელი,

478174 297816620335157 2058295058 o

და ამიტომ სავსებით გასაგებია, ანსამბლის პასუხისმგებლობა და ღელვა კონცერტის წინ. კონცერტს ესწრებოდა სრ დიასპორის მინისტრის მოადგილე ვაჰე ჯილავიანი.

ანსამბლი ამ შემადგენლობით არსებობს მხოლოდ წელიწადნახევარი, ამ მოკლე დროში ანსამბლი წარმატებით გამოვიდა სრ დიასპორისა და კულტურის სამინისტროების ორგანიზებულ ფესტივალში "ჩემი სომხეთი", საქართველოში ჩატარებულ "ბრავო" ხალხური ცეკვის ფესტივალში და გახდა ოქროს მედალოსანი. ამჯერად ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარსდგა ეთნოგრაფიულ-კოლორიტულ-პატრიოტული ცეკვებით -     „ ცისფერი სიზმრები“, „პოპური“, „ჩვენ ვართ ჩვენი მთები“ და სხვა.

 საქართველოში ცნობილი ქორეოგრაფის, საქართველოს ღისსების ორდენოსანის, სრ დიასპორის სამინისტროს „კომიტას“ მედალოსნის სვეტლანა ერიციანის და მისი აღსაზრდელების საიათ-ნოვას სიმღერებით შესრულებულმა ცეკვამ აღაფრთოვანა მაყურებელი.  

პირველი სოლო კონცერტი დედა სამშობლოში ანსამბლმა დაასრულა არა გევორგიანის მუსიკაზე შესრულებულ საცეკვაო სიუიტით „ო, სომხურო ქვეყანავ“, რომელმაც დაიმსახურა სრ კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ კარენ გევორგიანის გამამხნევებელი და სომხურ-კანადური „არტ პროდაქშნ“ ორგანიზაციის დირექტორის თბილი სიტყვები. ანსამბლი დაჯილდოვდა სპეციალური სიგელით - სამშობლოს საზღვრებს გარეთ სომხური საცეკვაო ხელოვნების შენარჩუნებისა და გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.