წმინდა სარგისის დღესასწაული - ახალგაზრდების კურთხევის დღე |
უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კატალიკოსის ინიციატივით წმინდა სარგის მხედართმთავრის დღესასწაული გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. 25 იანვარს, თბილისი სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში შეკრებილმა მორწმუნეებმა სულიერ პირთა - მამა
მამა სამველ თოროსიანის, მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანის, მამა ნარეკ ღუშჩიანის წინამძღოლობით, წმინდა სარგისის დრესასწულის მაუწყებელი სურათებით მსვლელობა მოაწყვეს წმინდა სარგის მხედართმთავრის სახელობის დანგრეული ეკლესიისკენ. სანთლების დანთების ცერემონიის და ლოცვის შემდეგ მორწმუნეები დაიძრნენ წმიდა ეჩმიაძინ ეკლესიისკენ, სადაც საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით ჩატარდა წინასადღესასწაულო ცერემონიალი და ახალგაზრდების კურთხევა. წმინდა სარგის მხედართმთავრის დრესასწაული აღინიშნება არა მარტო საეკლესიო წესით, ლოცვებით, არამედ სახალხო წეს-ჩვეულებებით. როგორც ითვალისწინებს წეს-ჩვეულება, ეკლესიაში ახალგაზრდებს დაურიგდა მარილიანი კვერები, ვინაიდან სურბ სარგისი ახალგაზრდების მფარველი და მათი სანუკვარი ოცნებების ამახდენელი წმინდანია. ღმერთის კურთხევამიღებული და წმინდა სარგისის მადლით გამხნევებული მორწმუნეები სახლებში დაბრუნდნენ. |