1geo

fb you od

სომხეთის ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ანგარიში სამეურვეო საბჭოს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

792375 322317484551737 657057620 o

26 იანვარს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა კულტურის ცენტრის საანგარიშო შეხვედრა სამეურვეო საბჭოსთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის ცენტრი სამეურვეო საბჭოს წევრები, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობა და განყოფილებათა პასუხისმგებელი პირები.

საქართველოს  სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა წარადგინა "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის საქმიანობის მიმართულებები, შესრულებული სამუშაოები, სამომავლო მიზნები და გრძელვადიანი გეგმები. წინამძღვარმა მადლიერების სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხების სამინისტროებს, ფონდებს, რომლებიც თანამშრომლობენ ცენტრთან,   სამეურვეო საბჭოს, "ჰაიარტუნ "კულტურული ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერისათვის.

სამეურვეო საბჭოს წევრებს დაურიგდათ კულტურის ცენტრის შესრულებული სამუშაოს ფინანსური ანგარიშგების პაკეტი.

შემდეგ მონაწილეებმა უყურეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის შესრულებული სამუშაოების ამსახველ ვიდეოფილმს, რომელიც ცენტრის მოღვაწეობის შესახებ ვიდეოჩანაწერებიდან მოამზადეს კოორდინატორმა ლევონ ჩიდიდლიანმა და ტექნიკური ნაწილის პასუხისმგებელმა ვალერი ბადალიანმა. მიუხედავად იმისა, რომ 60 წუთიანი ფილმით ნაჩვენები იქნა 2012 წელს განხორციელებულ სამუშაოთა მხოლოდ ნაწილი, ამან დამსწრეებზე შესანიშნავი   შთაბეჭდილება დატოვა, მათში გაამყარა ღრმა რწმენა იმისა, რომ "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში მიმდინარეობს ყოველდღიური ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობა.

ერთმნიშვნელოვნად გამოითქვა კულტურის ცენტრის მოღვაწეობის გაფართოების ხელშეწყობისა და   რეგიონებშიც მოღვაწეობის გავრცელების აზრი.