1geo

fb you od

საქართველოს სომხურ სათვისტომოში გრძელდება საქველმოქმედო ღონისძიებები სირიელ სომეხთა მხარდაჭერის მიზნით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

841035 322801731169979 1093851754 o

თბილისში გრძელდება სომხური სათვისტომოს სტრუქტურათა ინიციატივით ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიებები, სერიიდან "დავეხმაროთ ქალაქ ალეპოს სომხური უბნების მაცხოვრებლებს". 29 იანვარს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმათა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეროვნების ოსტატმა შემსრულებლებმა.

290703 322802007836618 1402302858 o

კონცერტს ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სათვისტომოს სტრუქტურათა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

კონცერტი დაიწყო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაბომბილი სირიის ქალაქ ალეპოს სომხური უბნის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი კადრების ჩვენებით.

აუდიტორიის მხურვალე ტაში დაიმსახურეს საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულებისა და "გრან პრი" პრიზის ლაურეატების ნათია მდინარაძის, რეგინა და ქრისტინე მერაბოვების, ლიზი რამიშვილის, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის ესაი აბოვიანის, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობის ირინა თაბორიძის, საქართველოს ფილარმონიის სოლისტის სვეტლანა ტატოევას, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორის ერნსტ არაქელოვის და მრავალი კონკურსების გამარჯვებულების ინალ ჯინოევის, ანრი მერაბოვის და სხვათა ბრწყინვალე შესრულებებმა.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის ღონისძიებათა საორგანიზაციო კომიტეტმა მადლიერების სიგელები გადასცა მონაწილეებს. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეცემა "სირიის დახმარების ფონდს".

საქართველოს სომხურ სათვისტომოში გრძელდება საქველმოქმედო ღონისძიებათა სერია.