1geo

fb you od

კეთილ სამარიტელთა საჩუქრები თბილისის 202-ე სკოლის ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

539280 333914303392055 552153439 n

15 თებერვალს თბილისის 202- საჯარო სკოლას (დირექტორი ხათუნა ჭალაღონია) ესტუმრა "ქართული ოცნება" პარტიის წევრები ჯუმბერ ახვლედიანი, მარინა დავითურია, გოგა ელიბეკოვი, „კეთილი სამარიტელიორგანიზაციის საქართველოს კოორდინატორის მოადგილე კარენ ერიციანი, სომეხთა სამოციქულო წმინდა

მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები ვალერი ბადალიანი და როდიონ სააკიანი, სტუმრებმა ბავშვებს მოუტანესკეთილი სამარიტელისაერთაშორისო ორგანიზაციის საჩუქრები.

სკოლა, რომელსაც აქვს უსინათლოთა სპეციალიზებული პანსიონის სტატუსი, სტუმრების პატივსაცემად მოაწყო ლამაზი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის გუნდი, ხალხური საკრავების ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებლები. ბრწყინვალე შესრულებებით სტუმრები აღაფრთოვანეს სკოლის მოწაფეებმა, საერთაშორისო ფესტივალების მონაწილეებმა და ლაურეატებმა მერი პაპუაშვილმა და ანა სიხიაშვილმა, გიორგი მოკბანიანმა, მაიკო კუციამ, ნიკა წიკლაურმა და სხვებმა.

სკოლის ყველა აღსაზრდელმა მიიღო "კეთილი სამარიტელი" ორგანიზაციის საჩუქრები.