20 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრს ეწვია ცნობილი მუსიკოსი ტიგრან მანსურიანი, დასთან - სონია მანსურიან-აშჯიანთან ერთად. მაესტრო თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში ცნობილი კიმ კაშკაშიანის მონაწილეობით საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე დასასწრებად, რომლის პროგრამაში ჩართულია ასევე მისი ნარწარმოები.
საპატიო სტუმრები მიიღო საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ცნობილმა მუსიკოსმა სანთლები დაანთო და ლოცვა აღავლინა თბილისიs ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ, მოინახულა ცენტრი „ჰაიარტუნ“. მაესტრომ გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში აღელვებულმა დაათვალიერა სომხური გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი „სომეხთა გოლგოთა“ რუბრიკით გამოფენაზე საქართველოს სომეხ მხატვართა წარმოდგენილი ნამუშევრები. ცნობილი მუსიკოსი დაესწრო ცენტრის "წმინდა ნერსეს შნორჰალის" სახელობის უმცროსთა გუნდის მეცადინეობას და მოუსმინა მათ, შემდეგ კი ესაუბრა "წმინდა გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის საკვირაო სკოლის მოწაფეებს, უყურა "წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გაზფხულის დRესასწაულის ვიდეოჩანაწერს. მუსიკის დიდმა ოსტატმა მადლიერების სიტყვები უთხრა სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ვისი უშუალო ხელმძღვანელობითაც ცენტრში სრულდება ეროვნული საქმე. შემდეგ ტიგრან მანსურიანი და ქალბატონი სონია მანსურიან-აშჯიანი შეხვდნენ თბილისის სომეხი ინტელიგენციისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. შემდგარ თბილ საუბარში განიხილეს საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს. ტიგრან მანსურიანი საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან ერთად ეწვია სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, ყვავილები მიიტანეს, კმევა აღასრულეს და სანთლები დაანთეს წინაპრების საფლავებზე. იმავე საღამოს თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამღვართან ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან ერთად, დაესწრნენ თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში კიმ კაშკაშიანის მონაწილეობით და ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით შემდგარ კონცერტს. ქართველმა და სომეხმა მაყურებელმა მოისმინა ტიგრან მანსურიანის მშვენიერი მუსიკა.
|