"მოუშუშებელი ჭრილობა" - ამ რუბრიკით ხსოვნის საღამო გაიმართა თბილისის ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ |
26 აპრილს თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში გაიმართა ხსოვნის საღამო, რუბრიკით „მოუშუშებელი ჭრილობა“, სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავისადმი მიძღნილ ღონისძიებათა სერიიდან. სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავისადმი მიძღნილი ღონისძიების ინიციატორი გახლდათ თბილისის 103-ე საჯარო სკოლა, სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - გაიანე მხითარიანის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მესამედან მეცხრე კლასის მოსწავლეები. სიმბოლური იყო, რომ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიება გაიმართა ღვთის სახლში - თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მამები, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, 103-ე სკოლის პედაგოგები, მშობლები, მორწმუნეები. |