1geo

fb you od

ჯოვანი ვეფხვაძის წიგნის პრეზენტაცია საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

jjjj

ამა წლის 5 მაისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა ქართული მხატვრობის ცნობილი პირის, პორტრეტის დიდოსტატის ჯოვანი ვეფხვაძის შემოქმედებითი საღამო. ცნობილი მხატვრის ნამუშევრები უკვე დიდი ხანია ნაცნობია თბილისელ ხელოვნების მოყვარულთათვის. მისი ნამუშევრები ბევრჯერაა გამოფენილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის სახლში სხვადასხვა თემებით მოწყობილ გამოფენებზე.

ამჯერად მხატვარი ვეფხვაძე სომეხ აუდიტორიას წარუდგა არა მხოლოდ მისი შესრულებული პორტრეტებით, არამედ მოთხრობების მეორე წიგნით.

პრეზენტაცია გახსნა ღონისძიების ინიციატორმა არტიომ კირაკოზოვმა, მან ვეფხვაძეზე ისაუბრა, როგორც ავტორზე, რომლის კალმით მკითხველამდე აღწევს მარტივი და პირდაპირი, გემრიელი და სურნელოვანი, სიცილითა და ტირილით შექმნილი მისი მოთხრობები.

"ჯოვანი ყვება" წიგნის პრეზენტაციაზე, რომლითაც ავტორი გვიზიარებს თავისი ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებს, ესწრებოდნენ რუსი, სომეხი, ქართველი კითხვის მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ჯოვანი ვეფხვაძე - მხატვრისა და მწერლის ნაცნობები და მისი შემოქმედების დამფასებლები.

ჯოვანი ვეფხვაძეს წიგნის პრეზენტაცია და გამოფენის მოწყობა მიულოცეს დამსწრეებმა - რედაქტორმა ბორის გალუსტოვმა, პოეტმა ნიკოლოზ გიჟიმკრელმა, შესავლის ავტორი ეგორ ამზოევმა და სხვ., მათ ხაზი გაუსვეს ადამიანური ურთიერთობების იმ სითბოს, რომელსაც მოთხრობების საშუალებით გადმოსცემს ვეფხვაძე- შემოქმედი და იმ მოღვაწეობას, რომელსაც ეწევა იგი „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრეები და ჯოვანი ვეფხვაძეს უწოდა ზოგადსაკაცობრიო თვისებების მქონე ადამიანი, კეთილი და კარგი ქრისტიანი და ამას ყველაფერს უწოდა ამ შემოქმედი ადამიანის უდიდესი მადლი.

ღონისძიებაზე ვეფხვაძის მოთხრობები წაიკითხეს საქართველოს დამსახურებულმა მსახიობმა რობერტ ჰოვანისიანმა და პოეტმა გარი ღალამქაროვმა.

 

www.facebook.com/media/set/?set=a.371747726275379.1073741902.113192792130875&type=3