მაისის სამი დღესასწაულის აღნიშვნა თბილისში |
მაისის სამი დრესასწაულის კულმინაცია იყო 10 მაისს თბილისში "Arthal" საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი, რომელიც სომხეთის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის მიერ. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, ელჩის მრჩეველი ლევონ თორგომიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირები, თანამდებობის პირები, ინტელიგენციის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, სტუმრები ერევნიდან, ჯავახეთიდან, საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრები. დიდი სამამულო ომის გამარჯვებისა და შუშის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი კონცერტი ასევე ქედის მოხრაა გამარჯვების მიღწევის გზაზე დაღუპულ ჩვენს თანამემამულეთა ხსოვნის წინაშე. ეს ხსოვნა სცენაზე მოწყობილი მონიტორიდან ნაჩვენები ვიდეოფილმის მეშვეობით დიდი სამამულო ომის, არცახის ომის და შუშის განთავისუფლების ეპიზოდებია. მონთე მელქონიანი, ლეონიდ აზგალდიანი, ვაზგენ სარგსიანი, არკადი ტერ-თადევოსიანი, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის არცახის ეპარქიის წინამძღვარი მთავარეპისკოპოსი პარგევ მარტიროსიანი - პიროვნებები, რომლებმაც გმირულად გზა გაკაფეს გამარჯვებისკენ, თავისუფალი და დამოუკიდებელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისკენ, - წარმოადგენს კონცერტის წამყვანი - საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კოორდინატორი და კულტურის განყოფილების პასუხისმგებელი ლევონ ჩიდილიანი. წამყვანმა სიამაყით აღნიშნა, რომ ჩვენი თანამემამულის - არკადი ტერ-თადევოსიანის ღვიძლი და - ქალბატონი მარგარიტა ესწრება საზეიმო კონცერტს. ქალაქ შუშის განთავისუფლების დღეს მიეძღვნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც თავის მკითხველებს მოემსახურება ოთხ ენაზე. კონცერტის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრეები, მიულოცა მაისის სამი დღესასწაული, მადლიერებით მიმართა კონცერტის ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს. მან დამსწრეებს გადასცა საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ ჰოვანეს მანუკიანის მილოცვა. წინამძღვარმა ისაუბრა შუშის განთავისუფლების და დიდ სამამულო ომში გამარჯვების მნიშვნელობაზე და დასძინა: "ჩვენი ორი ხალხი ერთად იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, ამ ორი ქრისტიანული ერების მეგობრობა უკვდავია, რაც გზას გვიკაფავს გამარჯვებისკენ, ნათელი მომავალისკენ“, - დაასრულა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საზეიმო კონცერტში ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შესრულებებით გამოვიდნენ „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმა
https://www.facebook.com/media/set/?set=a.372767532840065.1073741907.113192792130875&type=3 |