1geo

fb you od

საზეიმო ღონისძიებები - მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღესასწაულისადმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

b-a

2013 წლის 31 მაისს ბათუმის კლუბშიედემიშედგა საზეიმო საღამო, მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღესასწაულისადმი. ღონისძიება ორგანიზებული იყო აჭარის სომეხთა კავშირის მიერ, ქალაქ ბათუმის

მერიის მხარდაჭერით. საღამოს ესწრებოდნენ : ბათუმში სომხეთის მთავარი საკონსულოს წარმომადგენელი არმენ გრიგორიანი, ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე, აჭარის პარლამენტის დეპუტატები, ვეტერანები, დიდი სამამულო ომის მონაწილეები.

 საღამო დალოცა და დამსწრეებს მიულოცა აჭარის სომეხთა სულიერმა ლიდერმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. აჭარის სომეხთა კავშირის გამგეობის სახელით გამოვიდა აჭარის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე გრიგორი ვარდანიანი, რომელმაც ყველა დამსწრეს მიულოცა მნიშვნელოვანი თარიღები - საქართველოს დამოუკიდებლობისა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღესასწაულები. შემდეგ ისაუბრა აჭარის სომეხთა კავშირის გეგმების შესახებ, აჭარის სომეხთა კავშირის მე -20 წლისთავთან დაკავშირებით.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ: აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ვოკალურ -ინსტრუმენტული ანსამბლი "ბათუმი", შოუ ბალეტი "პლატინა", აჭარაში ლათინო- ამერიკული ცეკვის ასოციაციის წარმომადგენლები, ანსამბლი "ელიტა".