ვიდეოფილმის და წიგნის პრეზენტაცია საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ ცენტრში „ჰაიარტუნ“ |
4 ივნისს, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ინიციატივით, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა სრ მწერალთა და მხატვართა კავშირების წევრის, თბილისში დაბადებული და ერევანში მცხოვრები გრიგორ ჰარუთიუნიანის „მწერლები, ბედისწერები და მუzები“ ფილმის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ჯაკო“ სპორტულ რადიოგადაცემათა მთავარი დირექტორი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, მისი მეუღლე, საქართველოში ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე ევა ბაბალაშვილი, ვიდეოფილმის ავტორი გრიგორ ჰარუთიუნიანი და სხვები. ღონისძიება გახსნა მწერალმა და მუსიკოსმა არტემ კირაკოზოვმა (გრიგორენცმა). მან წარადგინა გრიგორ ჰარუთიუნიანი, რომელიც დაიბადა თბილისში და დაამთავრა თბილისის 66-ე რუსული სკოლა, შემდეგ ის ცხოვრობდა რუსეთში, მერე - ერევანში. გრიგორ ჰარუთიუნიანმა აირჩია სამედიცინო სფერო, მაგრამ თავი მიუძღვნა ლიტერატურასა და ხელოვნებას. იგი უკვე რამოდენიმე wignis ავტორია, რომელთა უმრავლესობას იგი უძღვნის საქართველოსა და თბილისს. ავტორის აღნიშნულ „მწერლები, ბედისწერები და მუზები“ წიგნშიც აღწერილია სომეხ და ქართველ მხატვართა ცხოვრება, ეპიზოდები მათი ცხოვრებიდან თბილისსა და ერევანში. ჯამლეტ ხუხაშვილი მიესალმა ფილმის პრეზენტაციას, სადაც ნიჭიერი პროზაიკოსი წარსდგება ხელოვან-მოქანდაკ ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე მიესალმა ფილმისა და წიგნის პრეზენტაციას, ისაუბრა შთაბეჭდილებებზე, რომელიც მიიღო მან მინას ავეტისიანისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმის გადაღების დროს ერევანში მუშაობისას, თუ როგორ აღმოაჩინა მან მრავალი უცხო სახე და საინტერესო ეპიზოდი და დასძინა რომ მალე გამოქვეყნდება მისი წიგნი "ჩემი მონოლოგი". წიგნი ეძღვნება თბილისურ ფერწერას - ჰაკობ ჰოვნათანიადან გაიანე ხაჩატრიანამდე. შემდეგ ნაჩვენები იქნა ფილმი „ სტრასტნაია იკონა“, გრიგორ ჰარუთიუნიანმა ისაუბრა ვიდეოფილმის გადაღების ინტერესსა და მოტივაციაზე. ყველა გამომსვლელმა გამოხატა თავისი შეხედულებები ფილმის შესახებ. ავტორმა დამსწრეებს დაურიგა წიგნები.
|