1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეწვია სამცხე-ჯავახეთს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gl

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი 16 ივნისს ეწვია სამცხე- ჯავახეთს.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ახალციხის

„სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღო საკვირაო ღვთისმსახურებაში. ღვთისმსახურება აღავლინა სულიერმა მოძღვარმა დეკანოზმა ეღიშე ჰარუთიუნიანმა. ღვთისმსახურების ბოლოს დღის საიდუმლოს - გრიგორ განმანათლებლის წმინდა ნაწილების აღმოჩენის, შესახებ იქადაგა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა.

საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ ეპარქიის ლიდერის - ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, ხელმძღვანელობით ჩატარდა არცახის საგმირო ბრძოლაში დაღუპული, არცახის გმირის მონთე მელქონიანის გარდაცვალების ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის ცერემონიალი.

ეპარქიის წინამძღვარი შეხვდა ასევე ადგილობრივ საზოგადოებას.

შემდეგ ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი შეხვდა ეკლესიის სამრევლო საბჭოს წევრებს და სულიერ მოძღვარს მღვდელმონაზონ ჰაკობ სააკიანს.

რელიგიური ცერემონიების შემდეგ სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეკლესიასთან მოქმედ ახალციხის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედებით კავშირში დაესწრო სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანი 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმ ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იყო ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედებითი კავშირის მიერ, ალექსანდრ იგითხანიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხის რაიონის გამგებლის მოადგილეები აშოტ მანასიანი და მალხაზ ჟუჟუნაძე, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე არტემ გრიგორენცი, სასულიერო პირები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.

 

ღონისძიებესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრი, სომხეთის რესპუბლიკიდან ჩამოსული ბიზნესმენ- ქველმოქმედი სოს სააკიანი.

ღონისძიების დროს დამსწრეებს გააცნეს დიდი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანი ბიოგრაფია, შემდეგ შესრულდა ნაწყვეტები არამ ხაჩატურიანის შემოქმედებიდან.

სტუმრები მიიღ და მისასამებელი სიტყვით გამოვიდა ახალციხის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი ალექსანდრ იგითხანიანი.

დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

ეპარქიის ლიდერი ეწვია საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის და წალკის რაიონის სომეხთა საერთო ეპარქიალურ ვიკარიატს, სადაც ვიკარიუსთან - მღვდელმონაზონ ბაბგენ სალბიანთან განიხილა ვიკარიატის საჭირბოროტო საკითხები.

წინამძღვარი ასევე იყო ნინოწმინდაში და ადგილობრივ სულიერ მოძღვართან -მღვდელ არმაშ პოღოსიანთან შეხვედრისას დაინტერესდა რაფაელ ღარსლიანის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღდგენითი სამუშაოებით.