1geo

fb you od

ჯავახეთის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატთან მოქმედი „პურპიკ“ თოჯინების თეატრის გასტროლები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tiknik

 

ჯავახეთის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატთან მოქმედი „პურპიკ“ თოჯინების თეატრი 13 ივნისს ეწვია ასპინძას და გამოვიდა წარმოდგენით „კუდდაკარგული მელა“.

ასპინძის სარეაბილიტაციო ცენტრისა და რუსეთიდნ ჩამოსულ შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე ბავშვებ

შესაძლებლობა მიეცათ ეხილათ ახალქალაქის „პურპიკ“ თოჯინების თეატრის აღსაზრდელების წარმოდგენა რუსულ ენაზე.

პურპიკ“ საბავშვო-ახალგაზრდული თეატრი ასპინძას ესტუმრა RHA სარეაბილიტაციო ცენტრის თავმჯდომარის ელისო რეხვიაშვლის წვევით.

"უფროსი კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავი თოჯინების თეატრი წარმოადგინეს. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანები დამეგობრებას იწყებენ. ბავშვები ისე კარგად თამაშობდნენ, რომ არაფრით განსხვავდებოდნენ პროფესიული და ხარისხიანი შემსრულებლებისაგან. ისინი ბრწყინვალედ გრძნობდნენ სცენას. ჩვენ მადლობას ვუხდით მსგავსი კარგი საქმის - ბავშვებისათვის სიხარულისა და ღიმილის მოტანისათვის“, - განაცხადა ელისო რეხვიაშვილმა.


ასპინძის სარეაბილიტაციო ცენტრი ბავშვების მიერ „კუდდაკარგული მელა“ წარმოდგენა მიღებულიქნა მხურვალე ოვაციებით და ბავშვების უშუალო და თბილი ჩარევით.

პურპიკ“ თოჯინების თეატრი ჯავახეთში მოღვაწეობს 2004 წლიდან, ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ლიდერის მღვდელმონაზონ ბაბგენ სალბიანის ინიციატივით. თეატრის ძირითადი მიზანია თეატრალიზებული წარმოდგენებით ჯავახეთში სომხური ეკლესიის განმტკიცების ხელშეწყობა.

პურპიკ“ თოჯინების თეატრი ხშირად მართავს წარმოდგენებს ჯავახეთის სოფლებში.