სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთკვირიანი ვიზიტით აჭარაში იმყოფება |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთკვირიანი ვიზიტით აჭარაში იმყოფება. კათოლიკოს პატრიარქის დაბადების 80 და აღსაყდრების 35 წელთან დაკავშირებით 19 ივნისს სასტუმრო "ინტურისტის" რესტორან "თბილისში" დიდი პომპეზობით საღამო გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, პარლამენტის პრეზიდიუმი, საქალაქო ხელისუფლება, ინტელიგენციის წარმომადგენლები, დიპლომატები. დაპატიჟებულთა შორის იყვნენ ასევე ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, ბათუმში აკრედიტებული, აჭარაში სომხეთის რესპუბლიკის მთავარი კონსული არამ გრიგორიანი. მამა არარატმა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიისა და სომხური სათვისტომოს სახელით მიულოცა პატრიარქს დაბადების 80 და აღსაყდრების 35 წელი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აჭარაში სომხეთის რესპუბლიკის მთავარი კონსული არამ გრიგორიანი. |