1geo

fb you od

მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის“სურბ ასტვაწაწინ „ ეკლესიაში დაიდგა წმინდა მაგიდა (ტრაპეზი) PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shu

სომხეთში მცხოვრებ მოქანდაკე ანდრანიკ სარისიანს დიდი ხანია მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანში 1844 წელს აშენებული სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის საკურთხევლისთვის წმინდა მაგიდის აგების განზრახვა ჰქონდა.

და აი, 2013 წლის 21 ივნისს ეკლესიის მოყვარულმა ხელოვანმა

აღისრულა დიდი ხნის ოცნება. სომხური ვარდისფერი ტუფითა და მარმარილოთი ნაქანდაკევი ლამაზი ნამუშევარი - ბრწყინვალე წმინდა მაგიდა, ოსტატის ხელით დაიდგა წმინდა საკურთხეველზე. მოქანდაკეს დაეხმარნენ და მხარდაჭერა გამოხატეს მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა მოვსეს აშურიანმა და თემის გულმოდგინე ახალგაზრდებმა.

ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნავად თბილისიდან ჩამობრძანდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამდებობის პირებთან ერთად და მისი კურთხევა უბოძა მოქანდაკე ანდრანიკ სარგისიანს.

შესამჩნევი იყო საზოგადოების აქტივობა. ბევრი მათგანი დილიდანვე მიდიოდა ეკლესიაში - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშვენიერი გამუსახულებით დამშვენებული ტრაპეზის დასანახად.

ეპარქიის წინამძღვარი, თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრა კიდევ ერთ ტაძარ, რომელიც საბჭოთა პერიოდში გადაიქცა კულტურის სახლად. სამწუხაროდ, ტაძარი არის საშინელ მდგომარეობაში. სულიერმა ლიდერმა, სულიერო და საერო პირებთან ერთად ლოცვა აღავლინა, რომ უფალის კურთხევით და თემის მხარდაჭერით გამთლიანდეს და დასრულდეს „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები და ერთ მშვენიერ დღეს მორწმუნეთა წინაშე კარი გააღოს კულტურის სახლად ქცეულმა მე-19 საუკუნეში აგებულმა „სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესიამ.

საქართველოში სომეხთა ეპარქია მადლიერაბას გამოუხატავს საქართველოს ხელისუფლებას, ეკლესიის წმინდა მაგიდის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.

IMGP6038 IMGP6055