საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიხსნა ახალგაზრდა ფოტოგრაფის პერსონალური გამოფენა |
22 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა თბილისის 98-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, 15 წლის ედვარდ ბადოიანის პერსონალური ფოტოგამოფენა, რომლის ინიციატორი არის საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი. რუბტიკით - "ჩემი თბილისი" დაახლოებით სამი ათეული ნამუშევარი მოზარდის საყვარელი ქალაქის უნიკალური სილამაზის გამოხატულებაა. გამოფენა გახსნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის პრესმდივანმა სუსანა ხაჩატრიანმა, მან ისაუბრა სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში განხორციელებულ უამრავ სხვადასხვა სახისა და მნიშვნელობის ღონისძიების შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებული უწოდა 15 წლის მოზარდის პერსონალურ გამოფენას. სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა აკურთხა ახალგაზრდა ფოტოგრაფი და ისაუბრა იმ აღფრთოვანებასა და ინტერესზე, რომელიც მან იგრძნო, როცა მათ სახლში პირველად იხილა ეს ფოტონამუშევრები. ახალგაზრდა ფოტოგრაფის შრომისმოყვარეობას, შესაფერისი მომენტის შემჩნევისა და გადაღების, საინტერესო კომბინაციით რთული კომპოზიციების შექმნის უნარს მაღალი შეფასება მისცა ყველა გამომსვლელმა - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთიანმა, რეჟისორმა-მხატვა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მისი კურთხევა უბოძა 15 წლის ედვარდ ბადოიანს და ყველა დამსწრეს, მოზარდს უსურვა უნარების კვლავაც განვითარება შრომისმოყვარეობი საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირისა და მშობლებისადმი მადლიერების სიტყვაში ედვარდ ბადოიანმა მადლიერებით აღნიშნა, რომ მისი ოცნება იყო გამოფენის მოწყობა საქართველოში სომეხთა ეპარქიაში - ავლაბრის სურბ ეჯმიაწინთან. ედვარდ ბადოიანის ფოტოგამოფენა გაგრძელდება პირველ ივლისამდე. |