საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გასვლითი სასულიერო- კულტურული ღონისძიების პუნქტი კუშჩის „სურბ გევორგ“ ეკლესია იყო |
წალკის რაიონის სოფელ კუშჩიში სურბ გევორგ ეკლესიაში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით წმინდა ლიტურგიის ჩატარების და ლამაზი კონცერტის გამართვის მიზნით აღნიშნულ სოფელში თბილისიდან გაემგზავრა სასულიერო დასის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის წარმომადგენლობა, „ვანქ“ ცეკვის ანსამბლის და სოლო შემსრულებლების თანხლებით. კუშჩიში მათ შეუერთდა ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი მღვდელი ტათევ მარუქიანი, ეკლესიის მგალობელთა გუნდით. ადგილზე სტუმრებს დახვდა სამცხე ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის წალკის რაიონის სომხური თემების სულიერი მოძღვარი მღვდელი მოვსეს მანუკიანი. კუშჩის მე -19 საუკუნეში აგებული „სურბ გევორგ“ მონასტერში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით აღევლინა წმინდა წირვა. წირვა აღავლინა მღვდელმა მოვსეს მანუკიანმა. წირვას ესწრებოდნენ წალკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ხაჩატრიანი, სოფლების - ნარდევანის, დაშბაშის, დარაკოვის, ბურნაშეთის რწმუნებულები: ანთარამ მელტონიანი, გიორგი პეპენიანი, ბაბგენ ვაჰრადიანი, მხითარ სარგსიანი, ვარდან მეჰრაბიანი და სხვები. წირვის დასასრულს იქადაგა ეპარქიის წინამძღვარმა. მან ისაუბრა დღის საიდუმლოს - წმინდა ტრდატ მეფის, აშხენ დედოფლის და ქალწულ აშხენის შესახებ. წინამძღვარმა მოუწოდა ყველას იმ რწმენის ერთგულება, რომელიც მსოფლიოში პირველებმა ირწმუნეს სომხებმა, შეინარჩუნეს ჩვენი ენა, განავითარეს ეროვნული კულტურა და ტრადიციები. შემდეგ სოფლის სტადიონზე თბილისიდან ჩასული 104-ე სკოლის „ვანქ“ ცეკვის ანსამბლი(ქორეოგრაფი ლიანა კაშავანიძე) და ინდივიდუალური შემსრულებლების - ანა პოღოსოვას, რუბენ ვოსკანიანის, ჰენრიხ პეტროსიანის და ახალქალაქიდან ჩასული ეკლესიის მგალობელთა გუნდის (ხელმძღვანელი მირა აივაზიან) მონაწილეობით ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი. სოფელ კუშჩის რწმუნებულმა ვარდან მეჰრაბიანმა მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და საზეიმო განწყობის შექმნისათვის. ხალხმრავალი სტადიონი, თბილი და გულწრფელი მიღება იმის დასტური იყო, რომ ასეთი სულიერი და კულტურული ვიზიტები აუცილებელია მაღალმთიანი რეგიონების სომხებით დასახლებული მოსახლეობისთვის.
|