1geo

fb you od

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ეზოში გაისმა ეროვნული სიმღერისა და ცეკვის ხმა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

bp

2013 წლის 23 ივნისს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია, აჭარის სომეხთა სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის ორგანიზებით, მასპინძლობდა დედა სამშობლოდან ჩამოსულ „ჰრაზდან“ და „სისიან“ ცეკვის და ქალაქ ჰრაზდანის მედუდუკეთა ანსამბლებს,

რომლებმაც უამრავ მორწმუნეებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სომხური ხალხური ცეკვები, დუდუკის, დოლისა და სხვა ინსტრუმენტების ერთობლივი მუსიკალური ნომრები და ეროვნული სიმღერები ცოცხალი შესრულებით.

ადგილობრივ სომხებს დიდი სიამოვნება მიანიჭა კონცერტმა, მათ დიდი ენთუზიაზმი და ოვაციებით გაამხნევეს ახალგაზრდა შემსრულებლები. ეს კონცერტი კიდევ ერთი საშუალება იყო ურთიერთობის დამყარების სამშობლოსთან, ეროვნულ სიმღერასა და ცეკვასთან, ისტორიულ ფესვებთან.

მამა არარატმა ცეკვის ანსამბლების მხატვრულ ხელმძღვანელებს, ქორეოგრაფებს, მედუდუკეთა ხელმძღვანელს, ასევე ანსამბლების ყველა მონაწილეს გადასცა სიგელები.