«სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება |
29 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ცენტრის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ (წმინდა მოსე ხორენელის) სახელობის საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელთა გამოსამშვიდობებე აფიან ოჯახის ქველმოქმედებით ლამაზი ფორმით გამოწყობილმა პატარებმა „მამაო ჩვენოს“ ბრწყინვალე წაკითხვით გახსნეს ზეიმი და საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევის მიღების შემდეგ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რაც ნასწავლი ჰქონდათ და იცოდნენ. წინა ღონისძიებებისაგა წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის 16 აღსაზრდელთაგან 10 ახალ სასწავლო წელს დაიწყებს სომხურ სკოლებში! თბილისის 104-ე სომხური სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ირინა ჟამკოჩიანმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ ბატონმა ვაჰაგნ აფიანმა მაღალი შეფასება მისცეს აღსაზრდელთა მომზადების მაღალ დონეს და მათი პედაგოგების - გამგის ევგენია მარკოსიანის, ცეკვის, სიმღერის აღმზრდელების ნარინე ღუშჩიანის, ლალა გევორგიანის სულიერი მმართველის დიაკვან გევორგ ანტონიანის შეტანილ წვლილს. საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ქველმოქმედმა, რუსეთში მცხოვრებმა ბორის სააკოვმა ღიად გამოთქვა კმაყოფილება მისი ქველმოქმედებით აშენებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ეროვნული მოღვაწეობით, სადაც ადამიანები იღებენ ყველაფერს იმას, რაც ახლოსაა მათთვის და ძვირფასია მათი სულისთვის. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის მოღვაწეობას, რაც იმის დასტურია, რომ პედაგოგები და აღმზრდელები არაფერს იშურებენ ბავშვების სომხური კულტურული ტრადიციებით აღზრდისთვის. „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრის ნელსონ პეტროსიანის მეუღლემ - ანა პეტროსიანმა სურბ მოვსეს ხორენაცის სახელობის სკოლამდელი დაწესებულების დამთავრების მოწმობები გადასცა აღსაზრდელებს, შემდეგ ბავშვებს გაუმასპინძლდნენ ტორტით. ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და მღვდელ მანუკ ზეინალიანის მონაწილეობით გაიმართა საბავშვო ბაღის ბავშვების და ორი მათგანის მშობლების ნათლობის ცერემონია. |