1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის გასვლითი სასულიერო- კულტურული ღონისძიება თეთრიწყაროს რაიონის სომხებით დასახლებულ სოფელ სამშვილდეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shamshurd

29 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის გასვლით სასულიერო-კულტურულ ღონისძიებათა ფარგლებში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდეს 1844 წელს აგებულ „სურბ ფრკიჩ“ (წმიდა მაცხოვრის) ეკლესიაში, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით ღვთისმსახურება აღევლინა. წირვას ესწრებოდნენ თბილისიდან ჩამოსული სულიერი ინსპექტორი გევორგ ანტონიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, წინამძღვრის მრჩეველი ლევონ ისახანიანი, ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი, სამეურნეო საკითხების დირექტორი კარენ ერიციანი. სამშვილდეში იმყოფებოდა აგრეთვე „ჰაიარტუნ“ ცენტრის ქველმოქმედი, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბორის სააკოვი.

თბილისის სურბ გევორგ ეკლესიის მგალობელთა გუნდის   (ხელმძღვანელი: ლუიზა ვარდანოვა) მონაწილეობით და მამა ნარეკ ღუშჩიანის ხელმძღვანელობით აღევლინა წმინდა ღვთისმსახურება, რომელმაც სულიერ ცხოვრებას მოწყვეტილ სოფლის მაცხოვრებლებს სულიერი სიხარული მიანიჭა.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა იქადაგა დღის საიდუმლოს - ქრისტეს თორმეტ წმიდა მოციქულთა და წმიდა პავლეს, მეცამეტე მოციქულის შესახებ, დალოცა დამსწრენი და მოუწოდა მათ, დარჩნენ ეკლესიის ერთგულნი, შეინარჩუნონ მშობლიური ენა, ტრადიციები და ცხოვრონ სომხური სულისკვეთებით.

სოფლის ცენტრში გაიმართა კონცერტი, "ჰაიარტუნ“ ცენტრი "ანი" ცეკვის ანსამბლი (ქორეოგრაფი: ანელინა ნაზარიან-ქოჩიანი) და სოლოსტების მონაწილეობით.

ბოლოს უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე ის, რომ სოფელ სამშვილდეს გამგებელი და ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორი წინასწარ ინფორმირებულნი იყვნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის და თბილისელი სომხების დელეგაციის სამშვილდეში ჩასვლის შესახებ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებს გამო არ იმყოფებოდნენ სოფელში. თუმცა, სასულიერო პირებთან და კულტურის მოღვაწეებთან სოფლის მოსახლეობის შეხვედრამ თბილ და გულწრფელ გარემოში ჩაიარა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)