სრ დიასპორის სამინისტროს „არი ტუნ“ („სახლში მოდი“) პროგრამის მესამე ეტაპში მონაწილეობს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ჯგუფი |
9 ივლისს ერევნის ჰაკობ პარონიანის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის დარბაზში შედგა სრ დიასპორის სამინისტროს - დიასპორის ახალგაზრდების სომხეთში გაცნობითი ვიზიტების “არი ტუნ“ პროგრამის მესამე ეტაპის გახსნის საზეიმო ცერემონია. ამ ეტაპში მონაწილეობს დაახლოებით 170 ჭაბუკი და ქალიშვილი რუსეთიდან, რუმინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, საქართველოდან, ისრაელსა და ბელორუსიიდან. 7 ივლისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდული ჯგუფი, სულ 23 ახალგაზრდა, ეპარქიის ტექნოლოგიური განყოფილების პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის თანხლებით, შეუერთდა დიასპორის ახალგაზრდებს და ჩაერთო „არი ტუნ“ პროგრამაში. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრ დიასპორის მინისტრმა ჰრანუშ ჰაკობიანმა და მადლიერება გამოუხატა მონაწილეთა მშობლებს, რომლებმაც მოისმინეს დიასპორის სამინისტროს მოწოდება და შვილები ნდობით გამოგზავნეს სამშობლოში. "ჩვენ უსასრულოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მასპინძელი ოჯახების, რომელთაც 10 დღის განმავლობაში მასპინძლობენ და ზრუნავენ უცხოეთის ქვეყნებიდან სამშობლოში ჩამოსულ ახალგაზრდებზე», - განაცხადა სრ დიასპორის მინისტრმა და დასძინა: "დიდი მადლობა განსაკუთრებით არარატის, არმავირის, კოტაიქის რეგიონულ ადმინისტრაციებს და ერევნის ადმინისტრაციულ რაიოანებს, რომლებიც სიამოვნებით უღებენ კარს მონაწილეებს“. ქალბატონმა ჰრანუშ ჰაკობიანმა აღნიშნა ასევე, რომ მონაწილეთათვის ორგანიზებულია მშობლიური ენის კურსები. "მომავალ პარასკევს შევხვდებით და ვნახავთ რომელმა თქვენთაგანმა რამდენად ისწავლა სომხური“. ამის შემდეგ მონაწილეებს მიესალმა პარონიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ერვანდ ღაზანჩიანი. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, გერმანიის წარმომადგენლები, ზოგიერთი მონაწილის - სამშობლოში მონათვლის სურვილმა, დადებითი პასუხი ჰპოვა. სრ დიასპორის მინისტრის ინიციატივით ყველა მსურველი მოინათლება ხორ ვირაპში. |