1geo

fb you od

ჯავახეთში აღინიშნა ჯივანის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

jivan

14 ივლისს, უკვე ოცდამეცხრამედ, სომხური აშუღური ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწის - ჯივანის (სერობ სტეფანის ძე ლევონიანი) განდიდების ტრადიციულ დღეს, მისი მუსიკალური ხელოვნების მოყვარულნი შეიკრიბნენ აშუღის მშობლიური ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში. საზეიმო დღე დაიწყო სოფელ კარწახის 1830-იან წლებში აგებულ და ერთი წლის წინ გარემონტებულ და ხელახლა ნაკურთხ „სურბ ჰოვჰანნეს-კარაპეტ“ ეკლესიაში წირვით, რომელიც აღავლინა თემის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა. წმიდა წირვის შემდეგ მისალოცი ქადაგებით დღის საიდუმლოზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა მღვდელმონაზონმა ბაბგენ სალბიანმა. წირვის დასასრულს შესრულდა ჯივანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის ცერემონია, რომლის შემდეგ სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ სოფლის ცენტრში აღმართულ დიდი ჯივანის მემორიალს და ვარდებით შეამკეს დიდი პუბლიცისტისა და ფილოსოფოსი, მორალის მქადაგებლის ა სიმერების ავტორის ძეგლი.

საზეიმო ცერემონია გახსნა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსისიანმა. მან დამსწრეებს მიულოცა დღესასწაული და დეტალურად წარადგინა რაიონში განხორციელებული ფართომაშტაბიანი კულტურული სამუშაოები - როგორც აშუღ ჯივანის სახელოვნებო და კულტურული მემკვიდრეობა.

სიტყვით გამოვიდა ასევე საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი. ჯივანისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს სილვა სიფანუჰიმ და გევორგ ჰაიასამ, რის შემდეგაც დაიწყო ახალქალაქის რაიონის კულტურის განყოფილების პროგრამით ჯივანის დღესასწაულის საზეიმო ნაწილი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.

ღონისძიების დასასრულს შეკრებილებს კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარს ღირებულად მიიჩნია ის, რომ დიდი აშუღის - ჯივანის სული დღესაც წარუძღვება კარწახელებს და ჯავახეთის ხელოვნების მოყვარულ სომხებს, რომ მისი სულისკვეთებით აღდგენილიქნა სოფლის ტაძარი, რომ მისი ხელოვნება ყოველწლიურად თავს უყრის ათასობით ადამიანს ჯავახეთის ამ მყუდრო კუთხეში და კიდევ ერთხელ აჯადოებს აშუღური სიმღერის ხელოვნებით, სულიდან მომდინარე იმ სიმღერით, რომელიც სუფევს ჯავახეთის მთებში, მდინარეებში, ტბებსა და ყოველი ადამინის გულში.

ცერემონია დასრულდა ტრადიციული მასპინძლობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საკრებულოების, გამგეობების ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები, სამხარეო სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები: ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ჰარუთიუნ ჰოვანისიანი, საქართველოს პრეზიდენტ მრჩეველი, გაზეთ „ვრასტასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი. ჯივანის ტრადიციულ დღესასწაულზე სომხეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იყვნენ სრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერები, აშოტ მელქონიანის ხელმძღვანელობით, ასევე საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრები, ქველმოქმედები არამ სანოსიანი და რაფიკ აღაჯანიანი, ნინოწმინდის „ღარსლიან ხელოვნების ცენტრის“ დამფუძნებელი ქველმოქმედი არმენ ღარსლიანი, ხელოვნების მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, აშუღური სიმრერის მოყვარულნი. სოფელ კარწახში გვიანობამდე ისმოდა ჯივანის სასიამოვნო სიმღერა და სიტყვა.

IMG 5301  IMG 5315 IMG 5309

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)