1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდების ჯგუფი ისვენებს სკაუტთა ბანაკში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

scout 1

სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკში უკვე მეორე წელია საზაფხულო დასვენებას ატარებს საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდების ჯგუფი. მიმდინარე წლის 14 ივლისს, დილით ადრე, თბილისის "სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სულიერი მოძღვრის მღვდელ სამველ თოროსიანის კურთხევის მიღების შემდეგ, კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით და ტექნოლოგიური რესურსების განყოფილების პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის თანხლებით, ახალგაზრდების ჯგუფი გაემგზავრა სომხეთის რესპუბლიკის ვანაძორის რაიონის სოფელ ლერმონტოვში, სადაც განლაგებულია „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკი. ადგილზე „ჰაიარტუნ“ ცენტრის ჯგუფს შეუერთდა ბათუმის „ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდების კავშირის“ 12-კაციანი ჯგუფი. საერთო ჯამში საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრიდან სკაუტთა ბანაკში მონაწილეობს 30 ახალგაზრდა - თბილისელი სომეხი სტუდენტის ჰოვანეს შაჰნაზარიანის პასუხისმგებლობით.

ულამაზესი ბუნების წიაღში, შებურულ და გრილ ტყეში, სადაც განლაგებულია სსსკ „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკი, საქართველოდან ჩასულ სომეხ ახალგაზრდებს დახვდნენ ბანაკის ხელმძღვანელი გევორგ სანტურიანი და ბანაკის მომსახურე პერსონალი.

იმავე დღეს შედგა სკაუტთა ბანაკის გახსნის საზეიმო ცერემონია. ახალგაზრდები დალოცა გუგარქის ეპარქიის წინამძღვარმა არქიეპისკოპოსმა სეპუჰ ჩულჯიანმა, წინამძღვარმა ახალგაზრდებს უსურვა უზრუნველი და მხიარული დასვენება. ახალგაზრდებმა ბანაკში უნდა გაატარონ 11 დღე, მათ შორის ხუთი დღე დაეთმობა სომხეთის რესპუბლიკის ისტორიულ და კულტურულ ადგილებში ვიზიტებს.

 საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდებთან ერთად სსსკ „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკიში ზაფხულის დასვენებას ატარებენ ასევე თეირანიდან, ერევნიდან და ბეირუთიდან ჩასული ახალგაზრდები. საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის სკაუტთა ჯგუფი სახლში დაბრუნდება 25 ივლისს.

scout 2   scout 3

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)