1geo

fb you od

დასრულდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამა“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

cv1 1

19 ივლისს დასრულდა საქართველოს სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამა. პროგრამის ინიციატორი იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაირტუნ“ ცენტრის ახალგაზრდული განყოფილება („ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი ინსპექტორი: დიაკვანი გევორგ ანტონიანი), სრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სრ დიასპორის სამინისტროსა და გალუსტ გიულბენკიან ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამაში მონაწილეობდა 32 ახალგაზრდა დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ამიერკავკასიაში კათოლიკური ეკლესიის მისიის მმართველის ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს კურთხევით, პროექტი განხორციელდა კათოლიკური ეკლესიის კომპლექს - წეროვანის საგარეუბნო დაბაში.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სომეხი ხალხის და სომხური ეკლესიის ისტორიას (საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი), თბილისი სომხურ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს (საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი), სამოქალაქო განათლების (აშშ-ის მონტანა უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი მილენა ოგანესიანი), ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები (საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველი და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი), თანამედროვე საზოგადოებაში ხალგაზრდა ლიდერის როლი (საქართველოში «Grant Thorntn»-ის წარმომადგენლი ნელსონ პეტროსიანი) საკითხებ.

სტუმრის სტატუსით პროგრამაში მონაწილეობდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრპაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე და თავმჯდომარის მოადგილე რუსლან პოღოსიანი, საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ჰოვანისიანი.

პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს სერტიფიკატები, რის შემდეგაც ისინი ეწვივნენ თბილისსომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონდა იქ ხე დარგეს. დასასრულს მათ დაათვალიერეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი, შემდეგ სანთლები დაანთეს და ილოცეს თბილისის ეკლესიაში „სურბ ეჯმიაწინ“.

 

cv1 2  cv1 3  cv1 4

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)