საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა არსენ ერემიანის „დამიძახე, როგორც შენს შვილს“ კრებულის პრეზენტაცია |
19 ივლისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა ფილოლოგის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არსენ ერემიანის „დამიძახე, როგორც შენს შვილს“ კრებულის პრეზენტაცია. ღონისძიების ინიციატორები იყვნენ „რუსული კლუბი“ საერთაშორისო საგანმანათლებლო-კულტურული კავშირი (დირექტორი: რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკი) და საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, აკადემიკოსი თენგიზ უჩანეიშვილი, პროფესორი გიზო ურუშაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ვეტერანი იგორ ნაგორნი, ლიტერატურის, ხელოვნების და კულტურის მოღვაწენი, კითხვის მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ფილოლოგი, ჟურნალისტი, რედაქტორი არსენ ერემიანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა "ვეჩერნი ტბილისი", "ზარია ვოსტოკა“, "გრუზია სპექტრ" გაზეთების რედაქციებში, ამჟამად „რუსკი კლუბ“ ჟურნალის რედაქტორის მოადგილე გახლავს. მრავალი წლის ჟურნალისტურ მუშაობას არსენ ერემიანისთვის ხელი არ შეუშლია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში შემოქმედებისათვის. ლიტერატურული მასალის სრულყოფილი ცოდნა, სპორტის სამყაროსთან მისი მჭიდრო კავშირი, ჟურნალისტის საინტერესო ცხოვრება მდიდარი მასალა იყო მისი ლიტერატურული ნამუშევრებისთვის. ერემიანის წიგნები გამოიცა მოსკოვსა და თბილისში, ქართულ და რუსულ ენებზე - ლექსების, მოთხრობებისა და ესეების რამოდენიმე კრებულის სახით. ღონისძიება გახსნა პრეზენტაციის ორგანიზატორმა - საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის არასომხურენოვან შემოქმედთა განყოფილების პასუხისმგებელმა არტემ გრიგორენცმა (კირაკოზოვი). მან განაცხადა, რომ ამ დღეებში სრ წაღკაძორში ჩატარებულ არასომხურენოვან სომეხ მწერალთა შეკრებაზე მან მონაწილეობა მიიღო „რუსკი კლუბ“ საერთაშორისო კავშირის სახელით და წარადგინა არსენ ერემიანის „დამიძახე, როგორც შენს შვილს“ კრებული, ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ გაემგზავრა წაღკაძორში. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არსენ ერემიანის ნაწარმოებებმა დიდი ინტერესი გამოიწვიეს მონაწილეებს შორის და განსაკუთრებით კრებულმა „დამიძახე, როგორც შენს შვილს“. კრებული გამოიცა "რუსკი კლუბ“ საერთაშორისო კავშირის პროექტით, საქართველოს მწერალთა კავშირის და სრ მწერალთა კავშირის მხარდაჭერით და „ქართუ“ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის სპონსორობით. კრებული მოიცავს ავტორის - ქართულ და სომხურ მასალების მეშვეობით დაწერილ ნამუშევრებს. მკვიდრი თბილისელი შემოქმედის ნაწარმოებები მხატვრულია და ამავდროულად ისტორიულად უნიკალური. ისინი მოუწოდებენ ორი ხალხის სულიერი ღირებულებების გაცვლას, საქართველოსა და სომხეთს შორის უძველესი კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების შენარჩუნებასა და განვითარებას. ისაუბრა რა კრებულში მოთავსებულ სპორტული ცხოვრების შესახებ მოთხრობებზე, ცნობილმა მუსიკათმცოდნემ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა გულბათ თორაძემ კრებული შეაფასა როგორც ქართული, და არა მხოლოდ ქართული, სპორტის მატიანე, სადაც მოთავსებულია 42 სპორტსმენის შესახებ მოთხრობა, რომელთაგან 8 ოლიმპიური ჩემპიონია. არსენ ერემიანის, როგორც ცნობილი ჟურნალისტის, მრავალფეროვანი შემოქმედის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა „რუსკი კლუბ“ კავშირის წარმომადგენელმა, ყოფილი "გოლოვინსკი“ გაზეთის რედაქტორმა ვლადიმერ გოლოვინმა, თავის დროზე „ Литературная Грузия“ (ლიტერატურული საქართველო) გაზეთის რედაქტორის მოადგილემ, ლიტერატურათმცოდნე თამილა კორინთელიმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვებმა. საღამოს მხატვრული ელფერი შესძინეს დავით ამირანაშვილის აღსაზრდელის - ლევან ლონდარიძისა და მისი დედის - ნათია ასპანიძის დუეტის, პიანისტ ნატო ოქროპირიძის, მევიოლინე - მარიანა კირაკოზოვასა და პიანისტ ეთერი ცქიფურიშვილის კლასიკური სიმღერისა და მუსიკის ლამაზმა შესრულებებმა. |