1geo

fb you od

განძაში აღინიშნა ტერიანული პოეზიის დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Teiran 3

28 ივლისს ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში აღინიშნა ტერიანული პოეზიის ტრადიციული დღე. ჯავახეთის მშვენიერ მხარეში დაბადებული სიყვარულის, თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის მგოსანი პოეტი ვაჰან ტერიანი (ვაჰან სუქიასის ძე ტერ-გრიგორიანი) უსაზღვრო სიყვარულით იყო დაკავშირებული მის მშობლიურ სოფელ განძასთან, ენატრებოდა მშობლიური მხარე.

ისევ და ისევ, უკვე ორმოცდამეექვსედ, განძაში შეიკრიბნენ მისი პოეზიის დამფასებლები და გულშემატკივრები, რათა პატივი მიეგოთ სამშობლოს, ძმობისა და თანასწორობის მგოსან პოეტის ნიჭისა და პოეზიისთვის.

ტერიანული პოეზიის ტრადიციული დღე დაიწყო 1840 წლს აგებულ სურბ კარაპეტ ეკლესიაში წმიდა წირვით, რომელიც აღავლინა ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა. ახალციხის რაიონის „სურბ გრიგორ ლუსავორუჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის დეკანოზ ეღიშე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით წირვას ესწრებოდნენ მომლოცველები მეზობელი რაიონებიდან. წირვის დროს ასევე იქადაგა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე ჯავახეთისა და წალკის რაიონის სომხების საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა მღვდელმონაზონმა ბაბგენ სალბიანმა.

ღვთისმსახურების დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით გადახდილიქნა ვაჰან ტერიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

 და თითქოს წმიდა ღვთისმსახურება და მონაწილეთა ლოცვა ხელი შეუწყო უწყვეტი ძლიერი წვიმის გადაღებას, და შესაძლებელი გახდა ტერიანის პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ჩატარება ღია ცის ქვეშ, გაშლილ მინდორზე. ეკლესიაში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მოინახულეს ეკლესიის მახლობლად მდებარე ვაჰან ტერიანის სახლ მუზეუმი და 1859 წელს ვაჰან ტერიანის პაპის - მღვდელ მამა გრიგორის ხელმძღვანელობითა და მფარველობით აშენებული ეკლესია.

შუადღისას დაიწყო ტერიანის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ცერემონია, რომლის წამყვანი იყო საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი. ჩამოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნინოწმინდის რაიონის გამგეობის თავმჯდომარემ გაგიკ ღარსლიანმა. სიტყვით გამოვიდნენ სრ ეროვნული კრების ვიცე სპიკერი ჰერმინე ნაღდალიანი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. მათ ისაუბრეს ვაჰან ტერიანზე, როგორც მოქალაქეზე, პოეტზე, თავდადებულ და მგრძნობიარე ადამიანზე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საზოგადოებრივ საქმესა და მშობლიური ქვეყნის ბედს.

სიტყვით გამოვიდნენ სრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი, „ტერიან“ კავშირის თავმჯდომარე არუშან ჰაკობიანი, ტერიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი ვაღარშაკ თანგამიანი, ტერიანის გვარის წარმომადგენელი ჰმაიაკ გრიგორიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, მწერალი სილვა სიფანუჰი და სხვები.იყო წინადადება, შემდგომში ტერიანის პოეზიის დღე აღნიშნოს ასევე ორი მეზობელი ქვეყნების ლიტერატურული პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რუსლან პოღოსიანი, ჰენზელ მკოიანი, სამველ პეტროსიანი, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე, ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეები, ახალქალაქის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ აღასარიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამეურვეო საბჭოს წევრები სამველ აღეკიანი, არამ სანოსიანი და რაფიკ აღაჯანიანი.

დიდი პოეტის პოეზიის დღეს ესწრებოდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, სომხეთის რესპუბლიკის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მუშეღ ლალაიანი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აშოტ მელქონიანი, სრ დიასპორის სამინისტროს კავკასიის დეპარტამენტის გამგე ტარონ შაბოიანი, ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე გაგიკ აღაჯანიანი და სხვები.

ღონისძიებას მათი კურთხევა უბაძეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და სამცხე-ჯავახეთის სომეხთა საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა მღვდელმონაზონმა ბაბგენ სალბიანმა.

ტერიანის დღის სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განძის კულტურის სახლის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონების კულტურის სახლების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. ღონისძიებაზე სუფევდა ტერიანის სიყვარულის პოეზიის, სომხურ-ქართული მეგობრობის სულისკვეთება.

Teiran Teiran 1 Teiran 2

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)