1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს “სფიურქ” (დიასპორა) საზაფხულო სკოლის 2013 წლის პროგრამაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

amarain dproc

სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სრ დიასპორის სამინისტროს ეგიდით დედაქალაქ ერევანსა და წაღკაძორში ორგანიზებულ “სფიურქ” საზაფხულო სკოლის პროგრამებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოში სომეხთა ეპარქიამ და “ჰაიარტუნ” საგანმანათლებლო კულტურულმა ცენტრმა.

სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებული სკოლამდელი ჯგუფების მასწავლებელთა და სკოლის დირექტორების ერთთვიან კურსებში ჩართულები იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის მასწავლებელი ნარინე ღუშჩიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი. მათ მოისმინეს ენის ეროვნული ცენტრის ბაზაზე მომზადებული სხვადასხვა ლექციები და მონაწილეობა მიიღეს სემინარებში, სპარსეთიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, რუსეთსა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ პედაგოგებთან ერთად განიხილეს ისინი. რა თქმა უნდა, სიახლეებს დანერგავენ სწავლების პროცესში თავიანთ საცხოვრებელი ადგილების სკოლებისა და სასწავლო სტრუქტურების საქმიანობაში, გარდა ამისა ტრენინგებით მიღებულ უნარ-ჩვევებს გადასცემენ კოლეგებს.

სრ დიასპორას სამინისტროს ეგიდით ორგანიზებული “სფიურქ” საზაფხულო სკოლაში, რომელიც მოქმედებდა მშვენიერ წაღკაძორში, მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის სომხურის სწავლების საკვირაო სკოლის მასწავლებლები თამარა გაბოიანი, როზა ზოჰრაბიანი, ბათუმის საკვირაო სკოლიდან Dდიანა ჰაკობიანი, გაიანე ვარდანიანი, რუზანა ოვანესიანი, დიანა ქეიანი ქობულეთიდან და “ჰაიარტუნ” ცენტრის სულიერი ინსპექტორი დიაკვანი გევორგ ანტონიანი. ესუ საერთაშორისო სასწავლო ცენტრის ბაზაზე ორგანიზებული “სფიურქ” საზაფხულო სკოლის სხვადასხვა ჯგუფების შემადგენლობაში მათ საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ლექციები სომხური ენისა და სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათ შორის სომხურის სწავლების ერთდღიანი სკოლების პროგრამების, პატრიოტული და ეთნოგრაფიული სიმღერებისა და ცეკვების სწავლების, სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის ისტორიის თემებზე.

საქართველოს სომეხთა ეპარქია და “ჰაიარტუნ” ცენტრი მაღალ შეფასებას აძლევენ სრ განათლებისა და მეცნიერების და სრ დიასპორის სამინისტროების – დიასპორის სომხების მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობილი და მზრუნველი დამოკიდებულებისთვის და მადლიერების სიტყვით მიმართავენ აღნიშნულ უწყებებს – ეპარქიისა და ცენტრის სკოლამდელი დაწესებულებისა და ცენტრში მოქმედი ორი სკოლის წიგნებით უზრუნველყოფილებისათვის, რაც უსათუოდ ხელს შეუწყობს დიასპორაში სომხური ენისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნებისა და გაღრმავებისკენ მიმართული მოღვაწეობას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)