1geo

fb you od

უმაღლესი სასულიერო საბჭოს კრება მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

hogevor joghov

30-31 ივლისს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის მაღალი თავმჯდომარეობით გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა უმაღლესი სასულიერო საბჭოს მორიგი კრება.

კრების დასაწყისში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი მიესალმა საბჭოს წევრებს, მადლიერება გამოუხატა მათ, მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის მოწვევით – სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის წინაშე წამოჭრილი გამოწვევებისა და სომეხ მორწმუნეთათვის საჭირბოროტო საკითხების განსახილველად მათი მობრძანებისათვის. გაფართოებული შემადგენლობით უმაღლესი სასულიერო საბჭოს მორიგ კრებას ესწრებოდა ასევე საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

კრების სხდომებს წარუძღვებოდა კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქოს საერთო ვიკარიუსი არქიეპისკოპოსი არამ ათეშიანი.

უმაღლეს სასულიერო საბჭოს, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის ღონისძიებების შესახებ მოხსენებით გამოვიდა სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი აშშ სომეხთა დასავლური ეპარქიის წინამძღვარი არქიეპისკოპოსი ჰოვნან ტერტერიანი.

უმაღლესმა სასულიერო საბჭომ ასევე ცნობად მიიღო მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის პრეს-სამსახურის უფროსის ეპისკოპოს არშაკ ხაჩატრიანის ანგარიში საეპარქიო სახელმძღვანელო წესდებით განწესებული მოთხოვნებთან საეპარქიო წესდებების შესაბამისობაში მოყვანის პროცესის შესახებ.

წარმოდგენილიქნა ინფორმაცია 21-28 სექტემბერს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში შესაკრები სომეხთა ეკლესიის საერთო საეპიკოპოსო კრების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

საეკლესიო წარმომადგენლობითი კრების წესდების პროექტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის სამუშაოების შესახებ მოხსენებით გამოვიდა კომისიის თავმჯდომარე ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი არქიეპისკოპოსი ეზნიკ პეტროსიანი. უსს-ს წევრებამა ანგარიში დადებითად შეაფასეს და გამოთქვეს აზრი წესდებაში შესატანი დამატებებისა და ცვლილებების დამუშავების პროცესის გაგრძელების შესახებ.

უმაღლესმა სასულიერო საბჭომ მიიღო არქიეპისკოპოს ნორვან ზაქარიანის - საფრანგეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, დასავლეთი ევროპის პატრიარქალური წარმომადგენლის თანამდებობიდან და უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრობიდან გადადგომის განაცხადი და თხოვნა წარუდგინა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს მის დასამტკიცებლად.

უმაღლესმა სასულიერო საბჭომ ასევე გულისტკივილი გამოთქვა გადადგომის თხოვნაში მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის მისამართით გამოთქმულ უსაფუძვლო შეფასებების თაობაზე. უმაღლესმა სასულიერო საბჭომ მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის სომეხთა ეპარქიის ეპარქიალურ საბჭოს - შექმნილი მდგომარეობის მოგვარების საკითხში, ასევე მოუწოდა ეპაქიის მორწმუნეებს, საერო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ქრისტიანული სიყვარულის სულისკვეთებით ხელი შეუწყონ საფრანგეთის სომეხთა ეპარქიის აღმშენებლობას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)