1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედმა “ჰაიარტუნ” ცენტრმა მონაწილეობა მიიღო მეგობრობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nk

30 ივლისი გაერო-ს გადაწყვეტილებით გამოცხადებულია მეგობრობის დღედ. ის სათანადოდ აღინიშნა საქართველოს მრავალეროვან დედაქალაქში. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით 30 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ორგანიზებულიქნა სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც გახდა იმ ქალაქის სახის გამოვლინება, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა თანაცხოვრებით და მეგობრობის სულისკვეთებით.

ღონისძიებები სხვადასხვა სახისა იყო, მონაწილეები – მრავალეროვანი ქალაქის წარმომადგენლები. თბილისის მერიისა და მწერალთა კავშირის ინიციატივით მეგობრობის დღისადმი მიძღვნილი მარათონი დაიწყო ვაკის პარკის ახალადგახსნილ ბიბლიოთეკაში შემდგარი ღონისძიებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სომეხმა ახალგაზრდებმა ლიკა მარგარიანმა, ვაზგენ სუმბათიანმა, არამ ჰარუთიუნიანმა, ანნა მიქაელიანმა და სხვ.

თბილისის სომხური სათვისტომო სათანადოდ წარსდგა პირველ აგვისტოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებულ ღონისძიებაზე: აქ ფერწერული ნამუშევრების გამოფენით წარსდგა მხატვარი არტემ ალაბულიანცი, ეროვნული ცეკვითა და დეკლამაციით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრის ცეკვის ანსამბლი “ჯეირანი” (ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანი) და ლიზა თოროსიანი, სომხურ სათვისტომოზე სიტყვა თქვა ახალგაზრდა შემსრულებელმა ჰოვანეს შაჰნაზარიანმა.

მართონის დამასრულებელი აკორდი იყო ვარკეთილის ახალადგახსნილ ბიბლიოთეკაში საქართველოს ქალთა საბჭოს (თავმჯდომარე: მზექალა შანიძე, თავმჯდომარის მოადგილე: ქეთევან გაბუაშვილი) ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით 5 აგვისტოს შემდგარი მეგობრობის საღამო.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისში მოქმედი 12 სათემო ორგანიზაცია. საქართველოს სომეხთა ეპარქიას წარმოადგენდა დავთიანების თოჯინების თეატრი და “ვანქ” ცეკვის ანსამბლი.

მეგობრობის საღამოს ესწრებოდნენ ქალაქის მერის მოადგილე სევდია უგრეხელიძე, მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების გამგე შოთა მაღლაკელიძე, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა სამსახურის უფროსი ნეკა სებისკვერაძე, სათემო სტრუქტურათა ხელმძღვანელები, მრავალეროვანი თბილისის წარმომადგენლები. ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი მომღერალი ირმა სოხაძე.

სხვადასხა სათვისტომოების მიერ ორგანიზებული იყო ეროვნული სტენდები, საქართველოს სომხურმა ეპარქიამ წარადგინა გაიანე ხაჩატურიანის სამი ტილო და ეროვნული მუსიკალური საკრავების ნიმუშები. სხვა ხალხების წარმოდგენილ ეროვნულ ტკბილეულებს შორის იყო ასევე სომხური გათა, ფახლავა და ჰალვა. განსაკუთრებული იყო სტუმრებისა და მონაწილეების ინტერესი სომხური კუთხის მიმართ.

ქართველების სიმღერისა და ცეკვის შემდეგ, როგორც თბილისის უძველესი და მრავალეროვანი ქალაქის სათავეებთან მდგომი სათვისტომო, წარსდგა სომხური სათვისტომო.

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანმა წარმოადგინა სომხური სათვისტომო და საქართველოს სომეხთა ეპარქია, მან გაიხსენა მეგობრობის ერთგული საიათნოვა, ჰოვანეს თუმანიანი, სერგო ფარაჯანოვი და გაიანე ხაჩატურიანი, აღნიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრის მნიშვნელობა, სადაც სიმღერასა და ცეკვას ავითარებენ სხვადასხვა ანსამბლები, რომელთა წყალობით თბილისელი სომეხი ამაყად წარსგება ხოლმე ეროვნული კულტურითა და ხელოვნებით.

დავთიანების თოჯინების კულტურის სახლის კეთილმა თოჯინამ ჰაგომ, დირექტორის ჟანნა დავთიანის დახმარებით, დამსწრეები მოხიბლა გევორგ ემინის ლექსით “საკვირველი სომეხი”, რომელიც ბრწყინვალედ გააჟღერა ლევონ ჩიდილიანმა. შემდეგ სცენაზე გაიმართა სომხური მხიარული ქორწილის ინსცენირება - ცეკვა-სიმღერით, ყველა რიტუალის დაცვით, რომელიც შეასრულა ცეკვის ანსამბლა “ვანქ”, ქორეოგრაფ ლიანა კაშავანიძის ხელმძღვანელობით.

ეთნოგრაფიული ნომრებით ნაჩვენები იქნა უკრაინული, პოლონური, რუსული, ეზიდური, ბოშური, ოსური, აფხაზური სიმღერა და ცეკვა. ღონისძიება დასრულდა რევაზ ლაღიძის “თბილისოს” ერთობლივი შესრულებით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)