პარაკლისი 2008 წლის აგვისტოს მსხვერპლთათვის |
2013 წ. 8 აგვისტოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ყველა ტაძარში აღევლინა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. ქ. თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მამა სამველ თოროსიანის ხელმძღვანელობით ქ. თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ლოცვა აღევლინა, რომლის შემდეგ ყოველი დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. საქართველოში მცხოვრები მორწმუნე სომეხი ერი იზიარებს თავისი ძმებისა და დების მწუხარებას და იმედოვნებს, რომ კავკასიაში დასრულდა ომებისა და სისხლისღვრის ეპოქა, და ღვთის წყალობით ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ურთიერთგაგება დამკვიდრდება.
|