1geo

fb you od

გევორგიან სემინარიის დიაკვნები თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში მონაწილეობას იღებენ რელიგიურ ცერემონიებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sarkavakner

მთავარ საკათედრო სურბ ეჯიმაწინის გევორგიან სემინარიის სტუდენტები საზაფხულო დასვენებას ატარებენ სხვადასხვა ეპარქიებში რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობით. ამ ზაფხულს სემინარიის მე -6 აუდიტორიის ოთხი დიაკვანი, ტრადიციის თანახმად, ორი კვირა იმყოფებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში. ისინი სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში მონაწილეობდნენ წირვებში, ღვთისმსახურებებშ, სხვადასხვა რელიგიურ ცერემონიებში. გევორგიან სემინარიის სტუდენტები: დიაკვანი ნარეკ მარდირიანი, დიაკვანი არმან მარტიროსიანი, დიაკვანი აზატ მაღაქიანი და დიაკვანი მესროპ აშურიანი ამ პერიოდში, ყოველ პარასკევს შეხვედრებს ატარებდნენ საქართველოს სომეხ მორწმუნეებთან და მათ ესაუბრებოდნენ სხვადასხვა რელიგიურ და სასულიერ თემებზე.

11 აგვისტოს თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო მონაწილეობით ჩატარებული საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მათ უბოძა მისი კურთხევდა კეთილი სურვილები სწავლისა და სასულიერო მომსახურების არენაზე.

გევორგიან სასულიერო სემინარიის ოთხი დიაკვანი სულიერი ძალით დამუხტული დაბრუნდა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯიმაწინში.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)