1geo

fb you od

გუგარქის ეპარქიის ახალგაზრდები დაინტერესდნენ საქართველოს სულიერი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gugarac-tem

24-26 აგვისტოს საქართველოს სომეხთა ეპარქიას ეწვივნენ სრ გუგარქის ეპარქიის ვანაძორის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ეკლესიის „ნარეკაცი“ ახალგაზრდული კავშირის წევრები - რელიგიური პასუხისმგებლის მღვდელ მამა სტეფანოს მარგარიანის ხელმძღვანელობით. ვანაძორის ახალგაზრდების მომლოცველ საქართველოში ინიცირებული იყო საქართველოს ბოლნისის რაიონის სოფელ კიანეთის მკვიდრის, ამჟამად ვანაძორის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის რობერტ სარგსიანის მიერ, რომელიც ორი დღე საკუთარ სახლში მასპინძლობდა სტუმრებს.

 ახალგაზრდა პირთა მომლოცველობა საქართველოში დაიწყო თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში ვიზიტით, შემდეგ ახალგაზრდები გაემგზავრნენ საქართველოს სულიერ და კულტურულ ცენტრ მცხეთაში. ათ დაათვალიერეს თბილისის ძველ უბნები, ეწვივნენ სომხურ ეკლესიებს. მომლოცველობის ფარგლებში ახალგაზრდული კავშირის წევრებმა ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღეს საკვირაო ღვთისმსახურებაში, რის შემდეგაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა წარადგინა გუგარქის ეპარქიიდან ჩამოსული ახალგაზრდები, კურთხევის სიტყვებით მიმართა მათ და მიესალმა ერის შესახებ მათი ცოდნის ასეთი მომლოცველობებით გამდიდრების ინიციატივას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა მომლოცველი ახალგაზრდების შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული   კავშირის წევრებთან. სტუმრებს დახვდა ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და ახალგაზრდებს გააცნო „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოღვაწეობა. მისასალმებელი სიტყვით მათ მიმართა ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებელმა ევგენია მარკოსიანმა. ლევონ ჩიდილიანმა და მღვდელმა მამა სტეფანოს მარგარიანმა საჩუქრები გაცვალეს.

მომლოცველობის ფარგლებში სომხეთიდან ჩამოსული ახალგაზრდული კავშირის წევრები ესტუმრნენ დავთიანების თოჯინების კულტურის სახლს, აღტაცებით იხილეს თოჯინებით „გამოცოცხლებულ“ ძველი თბილისის უბნები - მათი მდიდარი კოლორიტით.

მომლოცველობის დღეებში ვანაძორელ სტუმრებს თან ახლდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების პასუხისმგებელი, სულიერი ინსპექტორი დიაკვანი გევორგ ანტონიანი, ახალგაზრდული კავშირის წევრები ინესა სარუხანიანი და ჰოვანეს შაჰნაზარიანი.

ნათელი შთაბეჭდილებები და ახალი ნაცნობებით გამდიდრებული გუგარქის ეპარქიის ვანაძორის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ეკლესიის „ნარეკაცი“ ახალგაზრდული კავშირის წევრები დაბრუნდნენ სამშობლოში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)