1geo

fb you od

სომხეთიდან ჩამოსული ახალგაზრდები ეცნობიან თბილისელი სომხების ისტორიასა და დღევანდელობას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

22

19 აგვისტოს თბილისს ეწვია სრ ტავუშის რეგიონის დილიჯანის ეკლესიის მოყვარული ახალგაზრდებისაგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფი, ადგილობრივი „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მღვდლის მამა შავარშ სიმონიანის ხელმძღვანელობით.

თბილისში ვიზიტი დაიწყო მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებული გარდაცვლილთა ხსენების დღეს ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მღვდელ შავარშ სიმონიანის მიერ აღვლენილი წმინდა წირვით. მან იქადაგა დღის საიდუმლოს შესახებ. წმიდა წირვის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპაქიის წინამძრვარმა ეპიკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა ჩამოსული სტუმრები, მიესალმა მომლოცველობით თბილისის სომხური ღირშესანიშნაობების გაცნობისა და თბილისის სომეხ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის მათ სურვილს.

ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდბის მომლოცველობა ერთდღიანი იყო, თუმცა, ამ ერთი დღის განმავლობაში დილიჯანელმა ახალგაზრდებმა თავი მოვალედ ჩათვალეს მისულიყვნენ თბილისის ხოჯივანქის პანთეონში და პატივი მიეგოთ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნისადმი. სტუმრებმა მოინახულეს თბილისის ძველ უბნები, ღირსშესანიშნაობები, ეწვივნენ თბილისის სომხურ ეკლესიებს.

თბილისში ყოფნისას დილიჯანელ სტუმრებს ახლდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების პასუხისმგებელი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი ინსპექტორი დიაკვანი გევორგ ანტონიანი.

ნათელი შთაბეჭდილებებითა და ახალი ნაცნობები გამდიდრებული ტავუშის რეგიონის დილიჯანის ეკლესიის მოყვარული ახალგაზრდები დაბრუნდნენ სახლში.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)