1geo

fb you od

წმიდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღმა მიიღო თავისი აღსაზრდელები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nakhakrtaran

3 სექტემბერს ბავშვების წინაშე მისი კარი გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის წმიდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღმა. სამიდან 6 წლამდე ასაკის 25 პატარა, მშობლებთან ერთად ყვავილებით ხელში დილით გამოცხადდა საბავშვო ბაღში. მათ დახვდნენ და მზრუნველობის მზაობით მიიღეს ეპარქიის საგანმანათლებლო განყოფილების პასუხისმგებელმა, საბავშვო ბაღის გამგემ - ევგენია მარკოსიანმა, მასწავლებელმა - ნარინე ღუშჩიანმა, ძიძამ - ლუსინე პოღოსიანმა.

პატარები, მშობლების თანხლებით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში დაესწრნენ დილის ღვთისმსახურებას, რის შემდეგაც ბავშვებს კურთხევის სიტყვა უთხრა და საბავშვო ბაღში მხიარული და ბედნიერი დღეები უსურვა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდელმა მამა მანუკ ზეინალიანმა.

პედაგოგებსა და მშობლებთან სურათების გადაღების შემდეგ, საბავშვო ბაღში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. პატარებს საბავშვო ბაღის პირველი დღე მიულოცა და ყველა პატარას ტკბილეულით გაუმასპინძლდა სურბ გევორგ ეკლესიის მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ ცენტრის სურბ მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღი მოქმედებს 2011 წლიდან. საბავშვო ბაღი მის აღსაზრდელებს ამზადებს სომხურენოვანი განათლების მისაღებად. აქ მოქმედებს ორი - უმცროსთა და უფროსთა ჯგუფი. საბავშვო ბაღის შარშანდელი გამოშვების 16 აღსაზრდელიდან 10 სომხურ სკოლაში შევიდა. ამჟამად საბავშვო ბაღში ირიცხება 50 ბავშვი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)