1geo

fb you od

ამჯერადაც დაიცვეს ტრადიცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

davdyan house

3 სექტემბერს კვლავ "ღია კარის დღე" იყო გარი დავთიანის თოჯინების კულტურის სახლში. ეს ლამაზი ტრადიცია ჩამოყალიბდა წლების წინ და ეძღვნება თოჯინების გამოცდილი ოსტატის, უდროოდ გარდაცვლილი გარი დავთიანის ხსოვნას. 3 სექტემბერ გარი დავთიანის დაბადების დღე, ასევე თბილისში სომხურენოვანი თოჯინების თეატრი დაარსების დღე. 90-იანი წლების მძიმე დღეებში, როგორც სიმბოლო ცხოვრების მარადიულობისა, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსის გარი დავთიანისა და მისი მეუღლის - ჟანა დავთიანის ჩანაფიქრით შეიქმნა პირველი თოჯინები, და თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა სომხური ხალხური „ქაჯ ნაზარ“ ზღაპრის წარმოდგენა.

პრემიერა შედგა 3 სექტემბერს და აი, ყოველი წლის 3 სექტემბერს, გარი დავთიანის თოჯინების კულტურის სახლში ეწყობა ღია კარის დღე. ამჯერადაც არ უღალატეს ტრადიციას. ისევ ხალხმრავლობა იყო გარი დავთიანის თოჯინების კულტურის სახლში, მოდიოდნენ ოსტატ გარის დაბადების და მისი შექმნილი საოჯახო თოჯინების თეატრის დაარსების დღის მოსალოცად.

 ცერემონია გახსნა კულტურის სახლის დიასახლისმა ჟანა დავთიანმა. მან აღელვებულმა მადლიერების სიტყვით მიმართა ყველა დამსწრეს, ვინც იცნობდა ოსტატ გარის, ვისაც სმენია მასზე, ვინც პირველადაა თოჯინების ამ საოცარ სამყაროში, და ყველა მოვიდა ოსტატ გარის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. ქალბატონმა ჟანამ ასევე აღნიშნა, რომ გარის სიცოცხლეში მის დაბადების დღეს ისეთი ხალხმრავლობა არ იყო ხოლმე, როგორც ახლაა.

ამ დღესთან დაკავშირებით ხსოვნის ბევრი სიტყვა ითქვა, ასევე ითქვა, რომ 3 სექტემბერი, როგორც თოჯინების თეატრი ღია კარის დღე, აღინიშნება ყოველთვის და საზეიმოდ.

IMGP9575 IMGP9577

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)