1geo

fb you od

თბილისის სომხურმა სათვისტომომ ისიამოვნა რობერტ ამირხანიანის სიმღერების ცოცხალი შესრულებებით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

robert amirkhanyan

7 სექტემბერს თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგა სრ სახალხო არტისტის, წმიდა მესროპ მაშტოცის სახელობის ორდენოსნის, სრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, სომხეთის კომპოზიტორთა და მუსიკათმცოდნეთა კავშირის თავმჯდომარის, პროფესორ რობერტ ამირხანიანის შემოქმედებითი საღამო.

ღონისძიებ ორგანიზებული იყო საქართველოში სრ საელჩოს მიერ, სრ კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით. ღონისძიება შედგა თბილისის სომხური სათვისტომოსა და დედა სამშობლოს შორის კავშირების გაღრმავების მიზნით, სრ კულტურის სამინისტროს ინიციატივით.

შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი და მისი მეუღლე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო დასის, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, რობერტ ამირხანიანის სიმღერისა და მუსიკის თაყვანისმცემლები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა ლევონ ჩიდილიანმა, მან წარადგინა დედა სამშობლოდან ჩამოსული განთქმული კომპოზიტორი და მომღერალი სედა ამირ-კარაიანი. საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოვანეს მანუკიანმა ეროვნულობის შენარჩუნების საკითხში დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მშობლიური ენის შენარჩუნებას და კულტურასთან კავშირის განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, აღნიშნულ ღონისძიებას უწოდა ერთი მათგანი. ბატონმა ელჩმა მადლიერების სიტყვით მიმართა რობერტ ამირხანიანს - საქართველოში ჩამობრძანებისა და თბილისის სომხურ სათვისტომოსთან შეხვედრისათვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა კურთხევისა და მადლობის სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა საქართველოში სომხური კულტურის განვითარებასა და სომხურ- ქართული კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, ასევე მოუწოდა მსგავსი შეხვედრებითა და შემოქმედებითი საღამოებიგაძლიერდეს საყრდენი - კავშირების გაღრმავებისა და ეროვნულობის განვითარებისათვის.

ცნობილი მუსიკოსი რობერტ ამირხანიანი მიესალმა დამსწრეებს, მისი შემოქმედებითი საღამო გახსნა დედა სამშობლოსადმი მიძღვნილი სიმღერით "ერაზ, იმ ერკირ“ („სიზმარო, ჩემო ქვეყანავ“) მისი შესრულებით. უაღრესად ნიჭიერი ხელოვანის ნაწარმოებათა შესრულებებმა მოხიბლეს დამსწრეები. ღონისძიებაზე რობერტ ამირხანიანის ნაწარმოებათა ბრწყინვალე შესრულებით გამოვიდა სომხეთის საშემსრულებლო ხელოვნების ახალად გამოვლენილი მომღერალი სედა ამირ-კარაიანი, რომელმაც უკვე დიდი აღიარება მოპოვა. შემოქმედებითმა საღამომ ჩაიარა თბილ გარემოში და დამსწრეთათვის იქცა ლამაზ მოგონებად.

IMGP9673 IMGP9719