1geo

fb you od

წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში კვლავ ჟღერდა გუსან ჰავასის მშვენიერი სიმღერა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Havasi

8 სექტემბერს წალკის რაიონის ულამაზეს სოფელ აიაზმაში აშუღური სიმღერის დღესასწაული იყო. აქ ზეიმობდნენ აიაზმაში დაბადებული გუსან ჰავასის (არმენაკ პარსამის ძე მარკოსიანის) ყოველწლიურ ტრადიციადქცეულ დღესასწაულს.

სამი წლის ასაკში ჩუთყვავილამ არმენაკს წაართვა მხედველობა. მამამისმა შეამჩნია შვილის ვოკალური კარგი მონაცემები და სიმღერის უნარი, გადაწყვიტა შვილი სასწავლებლად მიეყვანა აშუღთან. 12 წლის ასაკში არმენაკი ადგილობრივ აშუღებთან ერთად დადიოდა გუბერნიის სოფლებში და იმსახურებდა აღიარებასა და სიყვარულს.

სრ სახალხო არტისტის გუსან ჰავასის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნება 1991 წლის სექტემბიდან. დღესასწაულზე ჩამოვიდნენ სტუმრები სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა რაიონებიდან, თბილისიდან და ერევნიდან, დიდი აშუღის ხელოვნების მოყვარულები და დამფასებლები. დღესასწაულს ესწრებოდნენ: წალკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე ჯონი საბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ხაჩატრიანი, საქართველოს პრეზიდენტ მრჩეველი, გაზეთ „ვრასატანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, სრ ეროვნული კრების დეპუტატი, ახალციხის მკვიდრი ტაჭატ ვარდაპეტიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი და სხვები.

დღესასწაული ლოცვითა და კურთხევის სიტყვით გახსნა წალკის რაიონის თემების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა მოვსეს მანუკიანმა. ყველა გამომსვლელმა ისაუბრა ჯავახეთში გუსანური ხელოვნების განვითარების გზაზე, კერძოდ კი გუსან ჰავასიზე, როგორც აშუღური ხელოვნების ნიჭიერ წარმომადგენლზე, მისი სიმღერების თემატიკის მრავალფეროვნებასა და მაღალმხატვრულ ღირსებებზე.

დღესასწაული, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ (სამხატვრო ხელმძღვანელი: პაველ ოგანეზოვი) გახსნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მან დამსწრეებს მოუწოდა, რომ წალკის რაიონის სოფლებშეიქმნას სიმღერისა და ცეკვის სამოყვარულო ჯგუფები, შესთავაზა ცენტრის მხარდაჭერა.

გავრცელდა მხიარული სიმღერისა და ცეკვის მელოდიები სოფელ აიაზმაში. კონცერტი გახსნა წალკის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის საბავშვო-ახალგაზრდულმა ანსამბლმა „თაობამ“, შემდეგ შესრულდა გუსან ჰავასის მაღალმხატვრული და შინაარსით მრავალფეროვანი სიმღერები.

შემდეგ გამოვიდნენ ნინოწმინდის რაიონის კულტურის სახლის ანსამბლი „ფარვანა“, წალკის რაიონის სოფელ ნარდევანის ახლადშექმნილი ცეკვის ანსამბლი „კაიწერ“.

დღესასწაული დახურეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ცეკვის ანსამბლმა „ჯეირან“ (ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანი) და ცენტრის ეგიდით მოღვაწე სოლო შემსრულებლებმა - ანი ღუშჩიანმა, ანა პოღოსოვამ, ჰენრიხ პეტროსიანმა და ჰოვანეს შაჰნაზარიანმა.

გუსან ჰავასის მშვენიერმა სიმღერამ ინავარდა აიაზმას ცაში, ნიშნად ჭეშმარიტი აშუღური სიმღერის უკვდავებისა.

PENT3325 PENT3170

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)