1geo

fb you od

ბრატისლავაში შემდგარი ევროპის სომხური კავშირების ფორუმის მე-15 ყრილობაში მონაწილეობდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

isakhanyaneu

ბრატისლავაში 6-8 სექტემბერს შედგა ევროპის სომხური კავშირების ფორუმის /ესკფ/ მე-15 საიუბილეო ყრილობა. ყრილობაზე განიხილეს   ევროპის სომეხთა ლობისტური მოღვაწეობის განმტკიცების შესაძლებლობები. სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამუშაოთა კოორდინირების გარდა, ყრილობამ ასევე იმუშავა ბოლო წლებში გაძლიერებული აზერბაიჯანულ-თურქული ლობის სამუშაოების გაუვნებელყოფის მიმართულებით. ესკფ-მა პირველად   განიხილ სომხეთის შიდა პოლიტიკური საკითხები. ყრილობაზე პირველად იქნა წარდგენილი   მსოფლიოს სხვადასხვა არმიაში ნამსახურევი სომეხი პროფესიონალი ოფიცრებისა და ვეტერანების კავშირის შექმნის წინადადება, მისი სამშობლოს დაცვის გასაძლიერებლად გამოყენების მიზნით. ყრილობას ესწრებოდნენ დელეგატები ევროპის 25 ქვეყნიდან, წარმომადგენლები, ასევე სტუმრები.

ესკფ-ს მე-15 ყრილობის მუშაობაში   პირველად მიიღო მონაწილეობა   საქართველოს სომხურმა სათვისტომომ. მას წარმოადგენდა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურიდიული საკითხების, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათშორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი. ყრილობის მუშაობას პირველად ესწრებოდნენ ესპანეთის მრავალრიცხოვანი სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, დანიის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და ცნობილი სომხები რუსეთიდან, მათ შორის ყარაბაღის წარმომადგენელი მსხვილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ლევონ ჰაირაპეტიანი.

უამრავ მისალმებებსა და მილოცვებს შორის ყრილობამ მიიღო მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სომეხის - შარლ აზნავურის მისალმება და მისი თანხმობა, რომ მისი სიმღერა „შენთვის, სომხეთო“   იქცეს ესკფ-ს ჰიმნად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)