საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური ენის სწავლების ერთდღიან სასწავლებლებში დაიწყო ახალი სასწავლო წელი |
ამა წლის 14 სექტემბერსსაქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ეპარქიის სომხური ენის სწავლების ერთდღიან სასწავლებლებში შედგა ახალი სასწავლო წლის კურთხევისცერემონია. ეკლესიაში შეკრებილები იყვნენ წმიდა გრიგორ ნარეკაცისა და წმიდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის სასწავლებლების პირველი და მეორე კლასების მოწაფეები, მათი მშობლები, სტუმრები. კურთხევის ცერემონია დაიწყო „მამაო ჩვენოთი“ და ეკლესიის ზარების წკრიალით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით შესრულდა „მხიარული იყოს წმიდა ეკლესია“ საგალობელი, შემდეგ სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა სახარებლიდან წაიკითხა მიწათმოქმედის იგავ-არაკი. ერთდღიანი სასწავლებლების მოწაფეთა კურთხევა დაგვირგვინდა წინამძღვრის „შეფარების“ ლოცვით. საქართველოს სომეხთა ეპარქიისწინამძღვარი მიესალმა სასწავლებლის მოწაფეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსთამარა გაბოიანს, როზა ზოჰრაბიანსა და საგანმანათლებლო განყოფილების პასუხისმგებელს ევგენია მარკოსიანსმიულოცა ახალი სასწავლო წელი, კომენტირება გაუკეთა იგავ-არაკის საიდუმლოს, ისაუბრა მშობლიური ენის ცოდნის საჭიროებაზე, სომხური ეკლესიის ირგვლივ კონსოლიდაციაზე, მისი ისტორიის ცადნასა და დარიგებებით აღზრდის მნიშვნელობაზე. ეპარქიის ლიდერმა მოუწოდა მასწავლებლებსა და ხელმძღვანელობას წიგნიერების გარდა, სამუშაოები გაფართოვდეს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით და გაღრმავდეს ერისა და მშობელი ხალხის გაცნობისკენ მიმართული სამუშაოები. 15 სექტემბერსახალისასწავლოწელიდაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ მესროპ მაშტოც“ და ქობულეთის „ვრამშაპუჰ“ სომხური ენის სწავლების საკვირაო სკოლებშიც.
|