საქართველოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი |
16 სექტემბერს საქართველოში დაირეკა ახალი, 2013-2014 სასწავლო წლის მაუწყებელი პირველი ზარი. დღე საზეიმო იყო ასევე თბილისის სომხური მოსახლეობისთვის, რომელთა შორის არიან ისეთები, ვისი შვილებიც სომხურ სკოლებში სწავლობენ. ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო ასევე თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში. ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეების, პედაგოგიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და მშობლების მოსალოცად მივიდნენ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, საქართველოს სასჯელაღსრულების ახალი სასწავლო წლის პირველი ზარის ზეიმს ესწრებოდნენ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის კანდელაკი მღვდელი მანუკ ზეინალიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებელი ევგენია მარკოსიანი, წმიდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის მასწავლებელი ნარინე ღუშჩიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი და ეპარქიის ვებ-გვერდების ტექნიკური მომსახურების ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი. გამომსვლელებმა მიულოცეს მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, მათ წარმატებები უსურვეს სწავლაში და ისაუბრეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების როლსა და მნიშვნელობაზე ეროვნული სახის შენარჩუნების საქმეში, ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნის სახელმწიფო ენის ფლობის აუცილებლობას. გამოსვლებში აღინიშნა ხელისუფლების ყურადღება არაქართულენოვანი სკოლების მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობას სომხური სკოლების შენარჩუნებისა და მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის მიმართულებით. ამ სასწავლო წელს სომხურ სკოლაში შევიდა წმიდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის 10 აღსაზრდელი. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლას დაჰპირდნენ ყურადღებისა და მხარდაჭერის უწყვეტად გაგრძელებას. შემდეგ მე-12, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ლიკა მარკარიანმა და ლიზა თოროსიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლასა და 24 პირვლკლასელს. გაისმა 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი პირველი ზარი, მოსწავლეები გაეშურნენ საკლასო ოთახებისკენ.
|