1geo

fb you od

საქართველოში სომეხ და ქართველ მხატვართა გამოფენით დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ციკლი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nkarichner 

ამა წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ორგანიზებული სომეხი და ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვით დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ციკლი. ღონისძიების ინიციატორია საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი, საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრთან ერთობლივად და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრობლობით. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს 31 სომეხი და ქართველი სხვადასხვა ასაკის მხატვრების დაახლოებით 40 ნამუშევარი. გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ოვანეს მანუკიანი.

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოვანეს მანუკიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სრ დამოუკიდებლობის 22-ე წლის იუბილეს მსგავსი გამოფენით აღნიშვნას, ასევე ისაუბრა იმ გზაზე, რომლითაც მიდის ეს ორი მეგობარი ქვეყანა და აშენებს სახელმწიფო დამოუკიდებლობას. მან მაღალი შეფასება მისცა სომეხ მხატვრებთან ერთად ქართველი მხატვრების მონაწილეობას ორი ხალხის დამაკავშირებელ ღონისძიებებში, რომელთაგან ერთი ეს გამოფენა .

თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის კანდელაკმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა კურთხევის სიტყვით მიმართა დამსწრეებს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სახელით მიულოცა გამოფენის გახსნას. მან ისაუბრა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სილამაზეზე, რამაც გამოხატულება ჰპოვა გამოფენაზე გამოფენილ ტილოებზე.

სომეხ ხალხს სრ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სომეხი და ქართველი მხატვრების გამოფენის ორგანიზება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა.

საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების ელენე შაშიაშვილის, მარინა კირაკოზოვას, მარიამ ჩიკვაიძის და გვანცა მათიაშვილის შემადგენლობით „ლალე“ სიმებიანი საკრავების კვარტეტი ლამაზი შესრულებების თანხლებით.

IMGP0631  IMGP0642 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)