თბილისში ხალხური სიმღერის კიდევ ერთი დღესასწაული |
25 სექტემბერს თბილისის „Arthall“ საკონცერტო დარბაზში შედგა კონცერტი, სრ ტელეკომპანია „შანთის“ " სახალხო მომღერალი“ და „დუდუკის რჩეულები“ პროექტების გამარჯვებული და მონაწლე ნიჭიერი მომღერლებისა და მუსიკალური საკრავების შემსრულებელთა მონაწილეობით. საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ასევე ხალხური სიმღერების დღესასწაული იყო, მიეძღვნა საიათნოვას 300 წლის იუბილეს. კონცერტის მიზანია სომხეთს გარეთ სომხებით დასახლებულ პუნქტებში სომხური ხალხური სიმღერისა და მუსიკის გაჟღერება. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და წალკაში გამართული საქველმოქმედო კონცერტების შემდეგ, ჯგუფის მომდევნო გაჩერება თბილისი იყო. კონცერტი გაიმართა სრ დიასპორის სამინისტროს ეგიდით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის და სამეურვეო საბჭოს წევრის ქველმოქმედი სოს სააკიანის მხარდაჭერით. კონცერტს ესწრებოდნენ სრ დიასპორის სამინისტროს დსთ ქვეყნების კავკასიის რეგიონის სომხურ სათვისტომოებთან ურთიერთობების სამმართველოს გამგე ტარონ შაგოიანი, საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი, თბილისის სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ხალხმრავალ დარბაზში ვრცელდებოდა საიათნოვას უკვდავი ნაწარმოებები, გუსანური და ხალხური სიმღერა და მუსიკა, დუდუკის, დოლის, ზურნისა და სხვა ხალხური საკრავების ცოცხალი შესრულებით. მხურვალე ოვაციების თანხლებით მიმდინარე კონცერტმა მალე მაყურებელიც ჩართო მხიარულ ცეკვა-სიმღერაში. კონცერტის დასასრულს სცენაზე ავიდნენ სრ დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი ტარონ შაგოიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, თბილისის „ვანქ“ ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები და ქორეოგრაფი ლიანა კაშავანიძე. ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა მადლიერების სიტყვით მიმართა სრ დიასპორის სამინისტროს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ყველა თანამშრომელს და ქველმოქმედ სოს სააკიანს კონცერტის ორგანიზებისათვის გაწეული მხარდაჭერისათვის საქველმოქმედო კონცერტი დასრულდა სომხური ცეკვით .
|