საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ“ ცენტრის " სურბ ნერსეს შნორჰალი“ და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის „აღბიურ“ მოზარდთა გუნდები დაბრუნდნენ „კომიტას ვარდაპეტ“ ყოველთა სომეხთა ფესტივალიდან |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის " სურბ ნერსეს შნორჰალი“ მოზარდთა გუნდმა (ხელმძღვანელი: მარა აბულიანი) და ცენტრის სოლისტმა ანი ღუშჩიანმა (სამხატვრო ხელმძღვანელი:პაველ ოგანეზოვი ) მონაწილეობა მიიღეს „კომიტას ვარდაპეტ“ ყოველთა სომეხთა ფესტივალში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის გუნდი „აღბიურ“, რუზანა ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით. 26 სექტემბერს დაწყებული "კომიტას ვარდაპეტ“ ფესტივალის მონაწილე გუნდები და სოლისტები ერევანში, გიუმრიში, ვანაძორსა და ეჯმიაწინში გამოვიდნენ სხვადასხვა სცენებზე. ფესტივალის ფარგლებში გუნდი "ნერსეს შნორჰალი“ პირველად გამოვიდა გიუმრის 21-ე სკოლაში, კომიტასის „ჰოი ნაზან“ სიმღერის შესრულებით. შემდეგ გამოვიდნენ ვანაძორის №1 მუსიკალურ სკოლაში. შთამბეჭდავი იყო "ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტის ანი ღუშჩიანის მიერ „ჩინარ ეს“ სიმღერის შესრულება, კარენ მირზოიანის ოკომპანემენტით. ახალგაზრდა შემსრულებლის გამოსვლა მიიღეს თბილი ოვაციებით. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის მიზანი იყო - სომეხი ხალხის დაახლოება კომიტას არქიმანდრიტის სიდიადესა და განუმეორებელ ნაწარმოებებთან, აქედან გამომდინარე, ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულიქნა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით „ნერსეს შნორჰალი“ მოზარდთა ანსამბლის პირველი გაჩერება იყო ჰარიჭის მონასტერი, სადაც ადგილობრივმა დიაკვანმა სიამოვნებით მოუთხრო მათ არქიმანდრიტ კომიტასის შესახებ, დაწვრილებით წარმოადგინა მისი გატარებული დღეები ჰარიჭის მონასტერში. შემდეგ საქართველოს სომეხთა წარმომადგენლები ესტუმრნენ ლორის რეგიონის სოფელ ვარდაბლურს, სადაც მათ დახვდათ და ადგილობრივთა კულტურული ცხოვრება გააცნო რეგიონის ადმინისტრაციის თანამშრომელმა მჰერ მელიქიანმა. დიდი იყო ფესტივალის ორგანიზატორების, დიასპორის სამინისტროსა და პირადად დიასპორის მინისტრის ყურადღება სტუმრების მიმართ. ერევანში დიასპორის მინისტრთან შეხვედრას დაესწრნენ ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაველ ოგანეზოვი, გუნდის ხელმძღვანელი მარა აბულიანი და ელექტრონული მედია სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი. „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა აღნიშნა, რომ ცენტრი კვლავაც მზადაა გააგრძელოს ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებისკენ მიმართული საქმიანობა. ცენტრის კოორდინატორმა მინისტრ ჰაკობიანს სახსოვრად გადასცა თბილისელი სომეხი მხატვრის თენგიზ მკოიანცის შესრულებული ნამუშევარი. 3 ოქტომბერს არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა "კომიტას ვარდაპეტ“ ყოველთა სომეხთა ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრ პირველი ქალბატონი რიტა სარგსიანი, სრ დიასპორის მინისტრი ჰრანუშ ჰაკობიანი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, კომიტასის ხელოვნების თაყვანისმცემლები. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მინისტრმა ჰრანუშ ჰაკობიანმა თავის სიტყვაში აღნიშნა: „“კომიტას ვარდაპეტ“ ფესტივალის ჩატარებამ ხელი შეუწყო სომხური დიასპორის კულტურულ და სულიერ გაერთიანებას კომიტასის ხელოვნების გარშემო. ამ დღეებში იაპონელების, გერმანელებისა და თურქების ბაგეებიდანაც კი გაიჟღერა კომიტასის ნაწარმოებებმა“. აღსანიშნავია ქალბატონი მინისტრის თბილი სიტყვები საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და მისი წინამძღვრის მისამართით. მინისტრმა ჰაკობიანმა წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მაგალითით ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს ფარგლებს გარეთ ეკლესიის როლს სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში, ეკლესიის გარშემო ხალხის გაერთიანებას, სომხური ენის, სომხური კულტურის, სომხური ტრადიციების შენარჩუნებას, თაობების სომხურად აღზრდას და წინაპრების ღირებულებების შთამომავლებისათვის გადაცემის საქმისკენ მიმართული საქმიანობას. მან ქედი მოიხარა ეპარქიის ლიდერის წინაშე ამ დიდი საქმის სწორად ორგანიზებისათვის გალა კონცერტში მონაწილეობის პატივი მიენიჭა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდს. შესანიშნავი იყო ანსამბლის მიერ კომიტასის „კაქავიკ“ სიმღერის შესრულება. გუნდმა მონაწილეობა მიიღო ჰოვანეს ჩექიჯიანის დირიჟორობით კომიტასის ნაწარმოებების საერთო შესრულებაში. ფესტივალის მონაწილე გუნდებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს სრ დიასპორის სამინისტრომ გადასცა ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატები და სუვენირები. სრ დიასპორის სამინისტროს „კომიტას ვარდაპეტ“ ფესტივალიდან მიღებული წარუშლელი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მონაწილეთა ვიზიტმა ქალაქ აბოვიანის „სურბ ჰოვანეს“ ახალადაშენებულ ეკლესიაში.
|