შეხვედრა ცნობილ ამერიკელ სომეხ ლიტერატურათმცოდნე ჰოვსეფ ნალბანდიანთან |
"კამურჯ“ ლიტერატურული, კულტურული, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის, პოეტ ანაჰიტ ბოსტანჯიანის მოწვევით რამოდენიმე დღეა თბილისში იმყოფება ამერიკელი სომეხი ცნობილი ლიტერატურათმცოდნ მისი პირველი შეხვედრა თბილისელ სომეხ საზოგადოებრიობას საღამო, რომელიც გაიმართა „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, გახსნა ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მან წარმოადგინა დღის საიდუმლო. აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო წინა დღეს დაკრძალული თბილისელი სომეხი არქივისტის, კულტურის მოღვაწის სარგის დარჩინიანის ხსოვნას. შემდეგ სიტყვა გადაეცა ქალბატონ ანაჰიტ ბოსტანჯიანს, რომელიც წარუძღვა ღონისძიებას. მან წარმოადგინა ჰოვსეფ ნალბანდიანის ბიოგრაფიის და მოღვაწეობის ზოგადი სურათი, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ნალბანდიანის როლს ამერიკული სომხური (კალიფორნიის სომხური) ლიტერატურის, განსაკუთრებით წიგნის გამომცემლობის სფეროში, ხაზი გაუსვა 2005 წელს ნალბანდიანის მიერ დაფუძნებულ "ჰოვსეფ და კაროლინ ნალბანდიანები“ სერიის მნიშვნელოვან როლს, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 15, როგორც ამერიკაში, ისე სომხეთში გამოქვეყნებული მოცულობითი და ღირებული წიგნების არსებობაში. განსაკუთრებით აღნიშნა 2012 წელს ჰოვსეფ ნალბანდიანის მიერ შედგენილ, რედაქტირებულ და გამოცემულ (2013 წ) 688 გვერდიან მაღალი ხარისხის კრებულებს - „სომხური ენა“ და, საღამოზე წარმოდგენილ, მესროპ მაშტოცის 1650 წლისთავისადმი მიძღვნილ „მესროპ მაშტოც დიდებული“. "ნალბანდიანი დაიბადა 1958 წელს სირიის ქალაქ ალეპოში. უმაღლესი ფილოლოგიური განათლება მიიღო ესუ-ში, მაგისტრის ხარისხით. დაახლოებით 30 წელი პედაგოგად მუშაობდა ალეპოს, ალექსანდრიის (ეგვიპტე), ლოს ანჯელესის სომხურ ყოველდღიურ და საკვირაო სკოლებში. შემდეგ თავი მიუძღვნა წიგნსა და საგამომცემლო საქმეს. ეს სფერო მისი ცხოვრების ნაწილად მიაჩნია, მისი არსისა და სამუშაო სტილის საფუძვლად, მისი ცხოვრების მიზნად და მზადაა თავისი ბოლო წვლილიც (კაპიკიც) კი ჩადოს წიგნის შექმნისა და გავრცელების საქმეში. თავისი თავი კი მიაჩნია მესროპ მაშტოცის თავდადებულ შთამომავალად, რომელიც ვალდებულია ემსახუროს სომხურ ლიტერატურასა და დამწერლობას, როგორც ოქროს შთამომავლობას“, - თქვა თავის სიტყვაში ქალბატონმა ანაჰიტმა და დასძინა: „ ამ ყველაფრის დასტურია მისი მთელი შემოქმედება, სერიით „ჰოვსეფ და კაროლინ ნალბანდიანები“ (თხუთმეტტომეული) .... რომელთაგან 5500 მიეძღვნა სომხეთის, სომხური დიასპორისა და არცახის 1762 სკოლას. დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერნი და ამაყნი ვართ, ერისათვის თავდადებული ასეთი ადამიანის ჩვენს ქალაქში მიღებისათვის, მასთან ურთიერთობისა და მისგან სწავლისათვის“. მესროპ მაშტოცისადმი მიძღვნილი ჰოვსეფ ნალბანდიანის ლექსი წაიკითხა 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზა თოროსიანმა. შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა უამრავი კითხვა დაუსვეს ბატონ ჰოვსეფს: ამერიკულ სომხურ წიგნსა და სკოლებზე, მრავალფეროვან და რთული გამოწვევებით სავსე თანამედროვე ეპოქაში ეროვნულობის შენარჩუნების სტანდარტებზე, საქველმოქმედო საქმიანობაზე, ამერიკა-სომხეთ ურთიერთობაზე, ენასა და კულტურაზე, ემიგრაციასა და მიგრაციაზე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებზე. ჰოვსეფ ნალბანდიანმა ამომწურავი, დეტალური და დამაჯერებელი პასუხი გასცა ყველა კითხვას, შეძლებისგვარად გარკვევით წარმოადგინა ლოს ანჯელესის სომხური კოლონიის ცხოვრება, სხვადასხვა გადმოსახედიდან. მან ხაზი გაუსვა მის მიერ რედაქტირებულ და გამოქვეყნებულ „ლუის“ (სინათლე) ენციკლოპედიურ ექვსტომეულის როლს ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. „წიგნი ჩვენი სულის სინათლეა, წიგნია გასაღები ცოდნისა, წიგნია ცხოვრების სკოლა, პური ჩვენი არსებისა, ჩვენი სულიერი საკვები“, - დასძინა მან. ნალბანდიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიას, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სახით, ასევე „ჰააირტუნს“, ქალბატონ ბოსტანჯიანს, ასეთი საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრიობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, სასულიერო პირები: მღვდელი მანუკ ზეინალიანი, დიაკვანი გევორგ ანტონიანი, მწერალ-მთარგმნელ საღამომ ჩაიარა კითხვა პასუხის საინტერესო, თბილ, ურთიერთშემეცნები ანაჰიტ ბოსტანჯიანი
|